ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: May 6, 2014
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,925-ჯერ

ერთადერთი კომპეტენტური პირი დირექტორატში

წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელიც რომელიღაც სფეროში მოღვაწეობს და ეს სფერო მოითხოვს განსხვავებულ, სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას (მაგალითად, სამედიცინო IT, სამშენებლო და სხვა). ასეთი ორგანიზაციების სტრუქტურების ანალიზისას ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას, მმართველო გუნდში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც მთავარ კომპეტენტად სახელდება და სხვებს არ აქვთ არანაირი ცოდნა ამ სფეროში. და რაც ყველაზე მეტად ამძიმებს მდგომარეობას, მთავარ კომპეტენტებს სრულად ექვემდებარებიან ამ სფეროს წარმომადგენლებიც.  სრულად წაკითხვა »

ლიდერები საზოგადოების სამსახურში

ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს ემსახუროს თანამშრომლებს, კლიენტებს, საზოგადოებას გაცილებით დიდი შანსი აქვს მიაღწიოს წარმატებას, ვიდრე ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს იმსახუროს თანამშრომლები, კლიენტები და, ცალკეულ შემთხვევებში, მთლიანად საზოგადოებაც.

სრულად წაკითხვა »

კონფლიქტები ადამიანებში

ორგანიზაციებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ადამიანში სხვადასხვა კონფლიქტური ამოცანებია გაერთიანებული და ამას საკმაოდ უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს ორგანიზაცია და სისტემა. კონფლიქტური ამოცანა გულისხმობს, რომ ერთის მიღწევა გარკვეულ ზიანს აყენებს ან ასუსტებს მეორე ამოცანას.

სრულად წაკითხვა »

დასახელებების მნიშვნელობა ორგანიზაციულ სტრუქტურაში

ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათი პოზიციის დასახელებაში წერია ან ქვედანაყოფს ჰქვია და არა იმას, რასაც მათი დებულება ან სამუშაოს აღწერა განსაზღვრავს.

ამიტომ სტრუქტურაზე მუშაობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოხდება თითოეული პოზიციის თუ სამსახურის დასახელების შერჩევა.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურული გიგანტები და გიგანტიზმის სინდრომით დაავადებული მათი ხელმძღვანელები

როდესაც ორგანიზაციის ერთი ქვედანაყოფი, ან თუნდაც ერთი მოადგილე აერთიანებს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის და რესურსების 70-80%-ს ან უფრო მეტს, ამ დროს იქმნება სტრუქტურული გიგანტი, რომელიც ძალიან ბევრ და დიდ პრობლემას ქმნის, მიუხედავად იმისა რამდენად კარგი ხელმძღვანელი ჰყავს მას.

თვითონ ეს ხელმძღვანელები კი ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში ავადდებიან გიგანტიზმის სინდრომით და ამ სისტემურ პრობლემებს კიდევ ახალ გართულებებს უმატებენ.

სრულად წაკითხვა »

როგორ ვმართოთ ორგანიზაცია შედარებით მარტივად

თუ თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობებს და ფუნქციებს ისე გადავანაწილებთ, რომ ერთმანეთი აკონტროლონ, გაცილებით ადვილი გახდება გუნდის, ან თუნდაც მთლიანი ორგანიზაციის მართვა.

სრულად წაკითხვა »

ინტერესთა კონფლიქტები ორგანიზაციების სასარგებლოდ

ყველაზე კარგად აწყობილი ორგანიზაციები, ისინი, ვინც არათუ ოპერაციულად მუშაობენ გამართულად, არამედ განვითარებითაც გამუდმებით ვითარდებიან, ამას სწორად შექმნილი სისტემური ინტერესთა კონფლიქტებით ახერხებენ ყველაზე უკეთ.

სრულად წაკითხვა »

სინერგიული სტრუქტურები

ორგანიზაციული სტრუქტურის მთავარი დანიშნულებაა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობლობა ერთობლივად შექნან მეტი სარგებელი ვიდრე უბრალო ჯამი იმისა რასაც დამოუკიდებლად შეძლებდნენ. ამიტომ, წესით, ყველა კარგი სტრუქტურა სინერგიული უნდა იყოს.

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელთა როლი

განყოფილების, დეპარტამენტის თუ მთლიანად ორგანიზაციის ხელმძღვანელის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი სისტემების აწყობა, რომელიც გამართულად იმუშავებს და არ იქნება კადრებზე დამოკიდებული/მორგებული.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურის კომუნიკაციის მნიშვნელობა

ახალი სტრუქტურის დანერგვა ბევრს რთულად ან ზოგჯერ შეუძლებლადაც კი ეჩვენებათ, გამომდინარე იქედან, რომ არ იციან ცხადად, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კუთხით. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება