ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



მოტივაცია ფორმულებით

მოტივაციის ყველასთვის სანატრელი ფორმაა, როდესაც პრემია მკაფიო ფორმულით ითვლება. თანამშრომლებს მოსწონთ ასეთი სისტემა იმიტომ, რომ ცხადია რაზეა დამოკიდებული დამატებითი ანაზღაურება, ხელმძღვანელებს კი მოსწონთ იმიტომ, რომ აღარ უწევთ თანამშრომლების საქმიანობის შეფასება.

ორგანიზაციისათვის კი თანამშრომლების წახალისების ეს ფორმა ყოველთვის სასურველი არ არის. განვიხილოთ, თუ რატომ:

სრულად წაკითხვა »

სრული საოპერაციო ციკლი – ერთ სტრუქტურულ რგოლში

ძალიან ხშირად პროცესი გადანაწილებულია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე. მაგალითად , განვიხილოთ წარმოების პროცესი – ერთი პროდუქტის იდეაზე იღებს გადაწყვეტილებას, მეორე შესყიდვებს და მარაგებს მართავს, მესამე ამ პროდუქტს აწარმოებს, სხვა მიმართულება კი მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ დროს ძალიან ცხადი ამოცანები აქვთ მიმართულებებს და ხდება ადამიანებში კონკრეტული კომპეტენციების დაგროვება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 15, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,056-ჯერ

ოპტიმისტი და პესიმისტი ხელმძღვანელები

ძალიან რთულია ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობა, ვისაც ყოველი ახალი დღის დადგომის ეშინია, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უკან – უკან მიდის და რომ ხვალინდელი დღე ბევრად უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, მიუხედავად იმისა, თუ რას, რამდენს და როგორ გავაკეთებთ.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 12, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 2,227-ჯერ

ადამიანები თუ სტრუქტურებს ვერ ერგებიან

რაც არ უნდა რთული გადაწყვეტილება იყოს, თუ ვხედავთ, რომ სტრუქტურული რედიზაინის შემდეგ გაჩნდნენ ადამიანები, შეიძლება ძალიან წარმატებულნიც, წინა სტრუქტურის პირობებში,  რომლებიც ახალ სტრუქტურას  ვერ კი არა , არ ეგუებიან, სჯობს შევთავაზოთ დატოვონ ორგანიზაცია, ვიდრე მივცეთ საშუალება სისტემის წინააღმდეგ, უფრო სწორად კომფორტის ზონის შენარჩუნებისთვის, იბრძოლონ.  სრულად წაკითხვა »

მოტივატორი ლიდერები

მოტივაციის გაზრდის ყველაზე კარგი საშუალება თანამშრომლებში არის ის, რომ ლიდერული უნარების განვითარების შევუწყოთ ხელი მათ უშუალო ხელმძღვანელებში, შუა რგოლის მენეჯერებში.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციული ლოჯიები

ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სტრუქტურის საფუძვლიან რევიზიას არ ახდენენ და ევოლუციურად, წლიდან წლამდე მცირე მიმდინარე ცვლილებებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, ისეთ სახლებს ემსგავსებიან, ყველა მხრიდან უფორმო და უშინაარსო მიშენებებით და დაშენებებით რომ არის გარშემორტყმული.

სრულად წაკითხვა »

მიმართულების გაძლიერება

ხშირად მენეჯმენტი ფიქრობს რომელიმე მიმართულებაზე. რომ ის პრიორიტეტული და გასაძლიერებელია, რისთვისაც სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო და მხოლოდ განაცხადი და კარგი ხელმძღვანელი არ არის საკმარისი. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 8, 2013
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,762-ჯერ

ლიდერი, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრების ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერა

ნამდვილ ლიდერებს სჯერათ საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე თვითონ მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: April 5, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,890-ჯერ

თმენის ვალდებულება

არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

სრულად წაკითხვა »

განსაკუთრებულად დიდი მოტივაცია

ყველაზე მეტად ადამიანს მოტივაცია რომ შევუქმნათ რაღაც კონკრეტული საქმის კარგად გაკეთებაზე საჭიროა, ვკითხოთ, როგორ არის ამ საქმის გაკეთება უმჯობესი და დავეთანხმოთ მის წინადადებას მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ გზა, რომელზეც ჩვენ მანამდე ვფიქრობდით, მის მიერ შემოთავაზებულზე უკეთესია.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება