თუ ორგანიზაციას კარგად გამოკვეტილი, ფორმალური სტრუქტურა არ გააჩნია, რაღაც ეტაპზე აუცილებლად წყვეტს განვითარებასაც და ზრდასაც. რაც უფრო აგვიანებს ორგანიზაცია სტრუქტურირებას, მით უფრო მტკივნეული ხდება ამის გაკეთება.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: March 20, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,847-ჯერ
არასტრუქტურირებული ორგანიზაციები
- თარიღი: March 19, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,684-ჯერ
საინვესტიციო საბჭო
თუ იარსებებს ორგანიზაციაში საბჭო, სადაც ნებისმიერი რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შეფასება და განხილვა მოხდებოდა, გადაწყვეტილების ხარისხი ამით მკვეთრად გაიზრდებოდა. სრულად წაკითხვა »
როდესაც შენი საქმე გიყვარს
ვისაც გამოუცდია, ყველამ იცის, თუ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ყოველდღიურად ისეთი საქმის კეთება გვიწევს, რომელიც შეგვიძლია გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვაკეთოთ, რომლის დროსაც ვცდილობთ, ისე განვვითარდეთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ და რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით მაშინაც, ფული საერთოდ რომ არ არსებობდეს დედამიწაზე.
- თარიღი: March 15, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,947-ჯერ
თუ სტრატეგიული გეგმები სრულად არ ხორციელდება
ნებისმიერ სტრუქტურაში ორგანიზაციული ორთქმავლები სწორედ ადამიანები, მათი ტალანტები და თვისებებია და სწორედ ისინი არიან, ვინც სტრატეგიებს თან წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, თუ მათ ლოგიკურად დაკავშირებული და მკაფიო როლები არ ექნათ, თუ მათი მუშაობა როგორც ოპერაციულ, ისე განვითარების საკითხებზე უწყვეტი არ იყო და თუ არ ეცოდინებათ რა ნიშნით ფასდებიან, მაშინ დიდი შანსია, რომ ადამიანების უნიკალურობის მიუხედავად სტრატეგიების დიდი ნაწილი ქაღალდზე დარჩეს.
- თარიღი: March 14, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,027-ჯერ
ანგარიშგების, შეფასების და მოტივაციის მარტივი სქემა
თუ წელიწადში ერთხელ უმაღლესი მენეჯმენტი მოისმენს სამსახურების ხელმძღვანელებისგან პრეზენტაციას მათი ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგების შესახებ, ამის საფუძველზე შეაფასებს მათ საქმიანობას და შეფასებების შესაბამისად გამოუყოფს ქვედანაყოფებს საპრემიო ფონდს, ეს კარგი მოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი სტრუქტურისთვის.
- თარიღი: March 13, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,841-ჯერ
არასწორად გაკეთებული სტრუქტურა
არასწორად გაკეთებული სტრუქტურა გაუმართავ ავტომანქანას ჰგავს, რომლით წასულ მოგზაურობაშიც მძღოლიც გაიტანჯება, მგზავრებიც, დანიშნულების წერტილს ან მივაღწევთ, ან ვერა,თუკი მივედით საერთოდ იქამდე, რამდენი ხნის დაგვიანებით და რად დაგვიჯდება ეს, არავინ იცის.
- თარიღი: March 12, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,809-ჯერ
ყველაზე მაგარი თანამშრომლები
ხელმძღვანელებს ესმით, რომ თანამშრომლები ყველაზე დიდი აქტივია მათთვის.ისინი ცდილობენ კარგი კადრების გადმობირებას ან შენარჩუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებზე ვრცელდება. არადა, თუ ორგანიზაცია მიზნად დაისახავს, ჰყავდეს საუკეთესო თანამშრომლები ყველა პოზიციაზე, კომპანია მალევე გახდება ცნობილი იმით, რომ აქ ყველაზე მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები მუშაობენ და ბევრ სხვა პროფესიონალს არც გაუჩნდება სურვილი, შეუერთდეს ასეთ გუნდს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: March 7, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,281-ჯერ
ანგარიშგება და შეფასება
ანგარიშგების სისტემა და მასზე დაფუძნებული შეფასებები, იმის გარდა, რომ კარგი მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, თვითონაც შეიძლება გახდეს საუკეთესო მოტივატორი თანამშრომლების დიდი უმრავლეოსობისათვის.
- თარიღი: March 6, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,880-ჯერ
ისევ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სტრუქტურების შესახებ
სრულად დეცენტრალიზებული, ან ცენტრალიზებული სტრუქტურები მხოლოდ წიგნებშია, ბუნებაში ასეთები არ არსებობს. ყველა მსგავს სტრუქტურაში არსებობს დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფუნქციები. ის, თუ რომელი ფუნქციის გადატანა შეიძლება ადგილზე, ძალიან ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
- თარიღი: March 5, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,974-ჯერ
თანამშრომლების რანჟირება
თუ თქვენ, გარკვეული პერიოდულობით, ობიექტურად ანიჭებთ თანამშრომელს რანგს, გაცილებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მათ ანაზღაურებაზე, დაწინაურებაზე, ჩანაცვლებაზე, მოტივაციაზე. ამასთან რანჟირება საკმაოდ რთული ამოცანაა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სუბიექტური, არგუმენტებს მოკლებული, ან ფორმალური (მაგალითად, მხოლოდ იერარქიული დონეების მიხედვით რანჟირებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს). სრულად წაკითხვა »