თუ ადრე შრომის ორგანიზაციის წინაშე მთავარ ამოცანად ადამიანების კონტროლი იდგა, ახლა მისი უმთავრესი გამოწვევა მათთვის თავისუფლების მინიჭებაა.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: November 21, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 11,566-ჯერ
შრომის ორგანიზაციის თანამედროვე გამოწვევები
- თარიღი: November 20, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 11,738-ჯერ
მოვამზადოთ გუნდი ორგანიზაციული ცვლილებებისათვის
ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებებისას შეიძლება გუნდს ახალი ფუნქციები დაეკისროს, ან სრულიად ახალი გუნდი ჩამოყალიბდეს სხვადასხვა პოზიციებისგან. მათ ისეთი საქმიანობა დაევალება, რაზეც მანამდე არ უმუშავიათ. იმის მაგივრად, რომ გუნდი შევატოვოთ გამოწვევას და ველოდოთ, როდის მოერგება ახალ ამოცანებს, უმჯობესი და გაცილებით ეფექტურია, მოვამზადოთ ის, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამართული ფუნქციონირება.
- თარიღი: November 19, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 11,896-ჯერ
კომპეტენციების სისტემური დაგროვება
ორგანიზაციული სტრუქტურა ყველაზე არსებით გავლენას ახდენს ინსტიტუციონალურ დონეზე კომპეტენციის დაგროვების ტემპებზე და მიმართულებაზე. ის, თუ რა სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ დღეს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რა და რამდენად კარგად გვეცოდინება რამდენიმე წლის შემდეგ.
შრომის სიყვარული
როგორც ერთ ღამეში ნასწავლი უმაღლეს შედეგს არ იძლევა გამოცდაზე, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია. იგი ძალისხმევის სწორად განაწილებას და მუდმივ თავდადებას გულისხმობს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: November 15, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 6,674-ჯერ
დაპირდით ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად რაღაც საინტერესოს გაუზიარებთ
თუ გსურთ, ყოველდღიურად ეცნობოდეთ სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან ორგანიზებულობა გაკლიათ, გთავაზობთ, იპოვეთ თქვენს გარშემო ადამიანები (2-3), რომელთაც მსგავსი ინტერესის სფერო აქვთ. შეკარით გუნდი და მიეცით პირობა ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად (დღეში ერთხელ), ერთმანეთს იმეილზე ერთ საინტერესო “ლინკს” გაუზიარებთ. ეს შეიძლება იყოს სტატია, ვიდეო, კომენტარი, თემა ფორუმზე, შეიძლება სიმღერა იყოს, ან სულაც სურათი. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: November 14, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,789-ჯერ
თანამშრომელთა მთავარი მოტივატორები
სამი რამ ხდის ადამიანებს სამსახურში მოტივირებულებს ყველაზე მეტად: ცხადი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან გადაწყვეტილების მიღების უფლების სრულად დელეგირება მასზე, საკმარისი ყურადღება და მხარდაჭერა ხელმძღვანელებისაგან. თუ სამივე პირობა სრულდება ადამიანები ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
- თარიღი: November 13, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,582-ჯერ
სწავლებადი ორგანიზაცია
უწოდებენ ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრების სწავლებაზე და მუდმივად ახდენს საკუთარი თავის ტრანსფორმაციას. სრულად წაკითხვა »
ღირებულება ღირებულების წილ
ხშირად რომ გვქონდეს განწყობა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის გვეგრძნობინებინა რამდენად ღირებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციისთვის, მით უფრო მეტი ღირებულების შექმნაში დავეხარმარებოდით მათ. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: November 8, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,565-ჯერ
რაპორტინგის სისტემის სასარგებლოდ
სამი ყველაზე მთავარი სარგებელი შეიძლება გამოვყოთ, რაც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხრიდან წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშების მომზადებას მოაქვს და რის გამოც, თუ ის დღეს არ აქვთ, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ სისტემის შემოღებაზე სრულად წაკითხვა »
დღის ხალისიანად დაგეგმვა
საქმიანობების დაგეგმვა რომ მნიშვნელოვანია, ამ მოსაზრებას, თითქმის ყველა ეთანხმება, თუმცა თუ საკუთარი დღის გეგმების გაკეთებას ხალისიანად მივუდგებით და ვინმეს, თუნდაც კოლეგას ან მეგობარს ვთხოვთ დღის ბოლოს გადახედოს თუ რამდენად კარგად შევასრულეთ ჩვენი შედგენილი გეგმა, ერთი შეხედვით, გეგმებისგან თავის არიდების მოტივიც გაგვიქრება, თუ კი ამას მივაღწიეთ მაშინ უფრო მეტის მოსწრებას უფრო ხალისიანად შევძლებთ.