ის ტოპ – მენეჯერი, რომელიც გუნდის წევრებს აძლევს უფლებას მასთან პირად საუბარში სხვა კოლეგაზე ცუდად ისაუბრონ, ძლიერ გუნდს და შესაბამისად – ძლიერ ორგანიზაციას ვერასოდეს შექმნის. კიდევ უფრო გაუჭირდება გუნდის შეკვრა ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც თავის თავს აძლევს უფლებას, სხვა გუნდის წევრებთან საუბრისას ცუდად მოიხსენიოს კოლეგა, რომელიც საუბარს არ ესწრება.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: June 8, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,257-ჯერ
ტოპ-მენეჯმენტური ჩურჩული
- თარიღი: June 7, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,820-ჯერ
ყველა ტენდერში რომ მოვიგოთ
ტენდერში ყოველთვის მოიგებს ის, ვინც ზუსტად იმ ფასს დებს, რომლის ქვევითაც მის მონაწილეობას ამ ტენდერში აზრი არ აქვს (ასეთ შემთხვევაში ტენდერში დამარცხებაც ორგანიზაციისათვის მოგებაა), ან საერთოდ არ მონაწილეობს ამ ტენდერში თუ იცის, რომ ამ ფასით მას მოგების შანსი არ აქვს.
- თარიღი: June 6, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,622-ჯერ
შიდა გუნდური წესები
გუნდის მართვა ბევრად ადვილი შეიძლება გახდეს გუნდის შიდა წესების მეშვეობით. ამისათვის საკმარისია გუნდის ლიდერმა ყოველ ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყოს წესების შემუშავების/გადახედვის სესია. ამასთან, თვითონ ეს წესები გუნდის წევრებსვე შეარჩევინოს, იზრუნოს იმაზე, რომ ყველას ახსოვდეს ისინი ყოველთვის და ის წევრები, რომლებიც ამ წესებს განსაკუთრებულად რთულ პირობებში დაიცავენ, ყოველთვის მაქსიმალურად წაახალისოს.
- თარიღი: June 5, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,606-ჯერ
წინაპრების რელიქვია
ერთ-ერთ ცნობილ, დიდ ქართულ კომპანიაში მოგვიყვნენ, რომ დასაწყისში, როდესაც ორგანიზაცია ჯერ კიდევ პატარა და სუსტი იყო, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის გადატანა მოუხდათ. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მძიმე კრიზის დროს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან ძვირფასეულობა მოუტანია და მენეჯმენტისთვის შეუთავაზებია, გაეყიდათ და ისე გაესტუმრებინათ ვალდებულებების ნაწილი.
- თარიღი: June 4, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,534-ჯერ
მიმდინარე და განვითარების სამუშაოების პროპორცია
განვითარების მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებს ყოველთვის, ყველაზე მეტად მიმდინარე, საოპერაციო სამუშაოები უშლის ხელს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდებოდეს, საჭიროა სტრუქტურაში საკმარისი რაოდენობის ისეთი პოზიციები გქონდეს, ვისთვისაც ორგანიზაციის განვითარება მიმდინარე, საოპერაციო, ყოველდღიური სამუშაო იქნება.
რაც უფრო დიდია ასეთი პოზიციების წილი მთლიან სტრუქტურაში მით უფრო სტაბილური და ორგანიზებული იქნება განვითარებაზე მიმართული ძალისხმევა.
- თარიღი: May 31, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, სტრატეგია
- კომენტარები: 2
- წაკითხულია 2,109-ჯერ
მარტივი ჭეშმარიტება რეპუტაციის შესახებ
მომხმარებლები თავის რეალურ დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციის მიმართ უფრო მეტად მაშინ იყალიბებენ, როდესაც ჩვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეხებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენს რეკლამას უყურებენ ან უსმენენ. შესაბამისად ორგანიზაციის რეპუტაციას ისინი უფრო ქმნიან, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან და პროდუქტს ქმნიან ყოველდღიურად ვიდრე ისინი, ვინც სარეკლამო მასალებს ამზადებენ ან პრომო აქციებს და კამპანიებს გეგმავენ.
- თარიღი: May 30, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,036-ჯერ
სტრატეგიის გაკეთება ძალიან მარტივადაც შეიძლება
სტრატეგიაზე მუშაობა ბევრნაირად შეიძლება და ძალიან ბევრიც შეიძლება მასზე იმუშაო, მაგრამ თუ ამის დრო და განწყობა არ გაქვთ ორგანიზაციის, ან მისი ქვედანაყოფის ელემენტარული სტრატეგიის გაკეთება ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივადაც შეიძლება. ამისათვის საკმარისია კარგი სამუშაო ჯგუფი შევკრიბოთ და თუნდაც ერთი კარგად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ჩავატაროთ.
საუკეთესო დრო ცვლილებებისთვის
რაც უფრო მეტად უჭირს ორგანიზაციას მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბევრად უფრო ადვილად. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოს მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები დროულად და სწორად განახორციელოს.
პრიორიტეტებში აცდენა
შეიძლება ხელმძღვანელმა ძალიან ბევრი იშრომოს, დღე და ღამე გაასწოროს, ხალხიც ამუშაოს, დავალებები აძლიოს და მათი შესრულებაც აკონტროლოს. შეიძლება ამ დროს ეჩვენებოდეს კიდეც, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მიზანიც აქვეა, სადღაც ძალიან ახლოს. მაშინ კი, როდესაც ჭეშმარიტების მომენტი დგება და როცა უნდა შეფასდეს მთელი მისი შემოქმედება შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მივიდა სადღაც ძალიან სხვაგან, რომელიც უშორეს მანძილზეა იქიდან, სადაც ამბობდა, რომ უნდოდა მისვლა. ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი აცდა რეალურ პრიორიტეტებს.
ცუდი მოგება
ცუდია მოგება, რომელსაც ხვალინდელი მოგების შემცირება შეუძლია. ანუ თუ ჩვენ დღევანდელ მოგებას ხვალინდელი მოგების შემცირების ხარჯზე ვზრდით ისეთ მოგებას ვიღებთ, რომელიც უფრო გვაზიანებს, ვიდრე სარგებელს გვაძლევს.