ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



წინაპრების რელიქვია

ერთ-ერთ ცნობილ, დიდ ქართულ კომპანიაში მოგვიყვნენ, რომ დასაწყისში, როდესაც ორგანიზაცია ჯერ კიდევ პატარა და სუსტი იყო, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის გადატანა მოუხდათ. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მძიმე კრიზის დროს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან ძვირფასეულობა მოუტანია და მენეჯმენტისთვის შეუთავაზებია, გაეყიდათ და ისე გაესტუმრებინათ ვალდებულებების ნაწილი.

სრულად წაკითხვა »

მიმდინარე და განვითარების სამუშაოების პროპორცია

განვითარების მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებს ყოველთვის, ყველაზე მეტად მიმდინარე, საოპერაციო სამუშაოები უშლის ხელს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდებოდეს, საჭიროა სტრუქტურაში საკმარისი რაოდენობის ისეთი პოზიციები გქონდეს, ვისთვისაც ორგანიზაციის განვითარება მიმდინარე, საოპერაციო, ყოველდღიური სამუშაო იქნება.

რაც უფრო დიდია ასეთი პოზიციების წილი მთლიან სტრუქტურაში მით უფრო სტაბილური და ორგანიზებული იქნება განვითარებაზე მიმართული ძალისხმევა.

სრულად წაკითხვა »

მარტივი ჭეშმარიტება რეპუტაციის შესახებ

მომხმარებლები თავის რეალურ დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციის მიმართ უფრო მეტად მაშინ იყალიბებენ, როდესაც ჩვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეხებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენს რეკლამას უყურებენ ან უსმენენ. შესაბამისად ორგანიზაციის რეპუტაციას ისინი უფრო ქმნიან, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან და პროდუქტს ქმნიან ყოველდღიურად ვიდრე ისინი, ვინც სარეკლამო მასალებს ამზადებენ ან პრომო აქციებს და კამპანიებს გეგმავენ.

სრულად წაკითხვა »

სტრატეგიის გაკეთება ძალიან მარტივადაც შეიძლება

სტრატეგიაზე მუშაობა ბევრნაირად შეიძლება და ძალიან ბევრიც შეიძლება მასზე იმუშაო, მაგრამ თუ ამის დრო და განწყობა არ გაქვთ ორგანიზაციის, ან მისი ქვედანაყოფის ელემენტარული სტრატეგიის გაკეთება ძალიან სწრაფად და ძალიან მარტივადაც შეიძლება. ამისათვის საკმარისია კარგი სამუშაო ჯგუფი შევკრიბოთ და თუნდაც ერთი კარგად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ჩავატაროთ.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 29, 2012
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,699-ჯერ

საუკეთესო დრო ცვლილებებისთვის

რაც უფრო მეტად უჭირს ორგანიზაციას მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბევრად უფრო ადვილად. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოს მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები დროულად და სწორად განახორციელოს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 28, 2012
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,968-ჯერ

პრიორიტეტებში აცდენა

შეიძლება ხელმძღვანელმა ძალიან ბევრი იშრომოს, დღე და ღამე გაასწოროს, ხალხიც ამუშაოს, დავალებები აძლიოს და მათი შესრულებაც აკონტროლოს. შეიძლება ამ დროს ეჩვენებოდეს კიდეც, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მიზანიც აქვეა, სადღაც ძალიან ახლოს. მაშინ კი, როდესაც ჭეშმარიტების მომენტი დგება და როცა უნდა შეფასდეს მთელი მისი შემოქმედება შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მივიდა სადღაც ძალიან სხვაგან, რომელიც უშორეს მანძილზეა იქიდან, სადაც ამბობდა, რომ უნდოდა მისვლა. ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი აცდა რეალურ პრიორიტეტებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 25, 2012
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,758-ჯერ

ცუდი მოგება

ცუდია მოგება, რომელსაც ხვალინდელი მოგების შემცირება შეუძლია. ანუ თუ ჩვენ დღევანდელ მოგებას ხვალინდელი მოგების შემცირების ხარჯზე ვზრდით ისეთ მოგებას ვიღებთ, რომელიც უფრო გვაზიანებს, ვიდრე სარგებელს გვაძლევს.

სრულად წაკითხვა »

როცა მენეჯერი ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს

საერთოდ, რაც უფრო ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობს ადამიანი, მას უფრო ნაკლებად ყურადღებით უსმენენ და რაც უფრო მშვიდად და ხმადაბლა საუბრობს, მით უფრო ყურადღებიანია პუბლიკა. მეტად ესმით მისი და მსმენელები ზედმეტი ემოციების გარეშე შინაარსზე კონცენტრირებასაც ბევრად უკეთ ახერხებენ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მენეჯერებს მაინც ხშირად გვაქვს ცდუნება, თანამშრომლებთან საუბრისას, ხმას ავუწიოთ.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 23, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 2,213-ჯერ

რისი უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს

ხელმძღვანელს თუ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და უკეთესი ხვალინდელი დღის არ სჯერა თვითონაც ძალიან წვალობს და სხვებსაც აწვალებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: May 22, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,479-ჯერ

როდესაც გვეჩვენება, რომ ყველა ჩვენი წინააღმდეგია

როდესაც გვეჩვენება, რომ ჩვენს გარშემო ყველა ჩვენი წინააღმდეგია, თითქოს გადაირივნენ და გვებრძვიან, ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, ჩვენი დავალებების მოსმენა არ სურთ. გვიღიმიან, მაგრამ ზურგს უკან ჩვენზე ლაპარაკობენ, შეიძლება დაგვცინიან კიდეც ან გვჭორავენ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენში რაღაცა წესრიგში არ არის და დროა, რაღაცა მნიშვნელოვანი შევცვალოთ ჩვენს ქცევაში, მიდგომებში, აზრებშიც.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება