არსებობს სამი რამ, რასაც ყველა ორგანიზაცია უნდა აკეთებდეს, სხვადასხვა დატვირთვით, თავისი ორგანიზაციული პრიორიტეტებიდან გამომდინარე – შესაძლებლობების ძებნა, შესაძლებლობების დამუშავება ან/და შესაძლებლობების განხორციელება.
არსებობს სამი რამ, რასაც ყველა ორგანიზაცია უნდა აკეთებდეს, სხვადასხვა დატვირთვით, თავისი ორგანიზაციული პრიორიტეტებიდან გამომდინარე – შესაძლებლობების ძებნა, შესაძლებლობების დამუშავება ან/და შესაძლებლობების განხორციელება.
ძალიან ადვილია ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს, როგორი კარგი კადრიც არ უნდა იყოს ის, თითქმის სრულად დავუკარგოთ მუშაობის სურვილი. ამისათვის საკმარისია არ დავუსახოთ არანაირი მიზანი, არც ამოცანა და ვთხოვოთ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგას ჩვენთან შეუთანხმებლად, დავალებები კი ვაძლიოთ ძალიან მარტივი და ტექნიკური, თანაც ხანდახან.
როგორც ცნობილია, ის, რაც ნელა და სწორად შენდება, ძნელი დასანგრევია, რასაც სწრაფად ვაშენებთ – თავისითაც ადვილად ინგრევა.
ორგანიზაციის მშენებლობაში სამი საკითხია, რომელსაც ყველაზე მეტად არ უყვარს სიჩქარე: თანამშრომლების მიღება-გაშვება-დაწინაურება, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომლების მოტივაცია. ამ სამი მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფად შეცვლა ფაქტიურად შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა მეორე დღესვე ვხვდებით, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დიდხანს მოგვიწევს იმის ყურება, ჩვენივე ნაჩქარევი გადაწყვეტილება როგორ აზიანებს ორგანიზაციას.
თუ ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავიწყებთ მცირე ყოველდღიური ან ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას ჩვენი უშუალო ხელმძღვანელებისთვის (რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით) იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ დღის (კვირის) განმავლობაში, რა ამოცანებს ვისახავთ შემდეგი პერიოდისთვის და როგორ ვაპირებთ მათ გადაწყვეტას, აგრეთვე რა დახმარება გვჭირდება მათგან ჩვენი მოვალეობების უკეთ შესასრულებლად, ბევრად უფრო კმაყოფილები იქნებიან ხელმძღვანელები ჩვენით და ჩვენც ბევრად მეტის გაკეთებას მოვასწრებთ. ვინც ამას აკეთებს დაგვეთანხმებით, იმედია.
მთლიანი სურათის ხედვის საჭიროება და მნიშვნელობა რომ დიდია ლიდერებისთვის და უკვე არამარტო ლიდერებისთვის, ყველასთვის ცხადია. მუდმივად თუ არა პერიოდულად მაინც, მთლიანი სურათის წარმოდგენა და ყველაზე სასურველ სურათთან შედარება ერთგვარი საშუალებაა, რომ დროულად მივხვდეთ, ჩვენი საქმე სწორ გზას ხომ არ ასცდა.
ეს საქმე კი, რომელსაც ვაკეთებთ, ერთ დიდ ასაწყობ თავსატეხ სურათს ჰგავს. დაწყების წერტილები თითქოს ადვილი საპოვნელია, მაგრამ გაგრძელებაა რთული. სრულად წაკითხვა »
რაც უფრო ცუდია ხელმძღვანელი მით უფრო ცდილობს, იგნონირება გაუკეთოს ჩვენს მიერ გულით და კარგად გაკეთებულ საქმეებს, არ შეიმჩნიოს ჩვენი უნარები, არავის უთხრას ჩვენი სახით რამდენად ნიჭიერი და პერსპექტიული თანამშრომელი ჰყავს, გვიბლოკავს ბევრ კარგ იდეას, მათ შორის ყველაზე საუკეთესოებს, რამოდენიმე თვეში პატარა სახეცვლილებით საკუთარ იდეებად რომ ასაღებს. ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს მის ხელმძღვანელებთან და ჩვენთან საუბარში კი იმათ აკრიტიკებს. როცა რაღაცა საქმე კარგად გამოდის, თავის შეუცვლელ როლზე ლაპარაკობს მასში, როცა არ გამოდის – თითქმის ყოველთვის ჩვენ გვაბრალებს.
ხშირად ისე ხდება, რომ გუნდის სწორედ ის წევრები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიშლიან ნერვებს, ზარმაცობენ, აგვიანებენ, უდისციპლინოები, ნაკლებად ენერგიულები და ნაკლებად აქტიურები არიან, ყველაზე რთულ სიტუაციაში სხვებზე მძიმე ტვირთს იღებენ თავის თავზე, სხვებზე მეტად ერთგულები არიან, ყველაზე მეტად აიმედებენ დანარჩენებს, პანიკაშიც ნაკლებად ვარდებიან და ლიდერის საიმედო დასაყრდენიც გახდებიან ხოლმე.
როგორც ამბობენ, როდესაც ადამიანი უანგაროდ აკეთებს სიკეთეს მისი ხედვა უფრო ნათელი ხდება. იგი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და ისეთ რაღაცეებს ხვდება, რასაც ადრე ვერ ხვდებოდა. პირველ რიგში კი იმას აცნობიერებს, როგორ იცვლება ფერები მის გარშემო, როდესაც აკეთებს რაღაცას კარგს სხვებისთვის, სანაცვლოდ კი საერთოდ არაფერს ითხოვს მათგან და არც არაფერს ელოდება.
ჩვენი თანამშრომლების პროაქტიულობას, ადექვატურობასა და ლოიალურობას საგრძნობლად განაპირობებს მათი ინფორმირებულობის დონე საკუთარი მუშაობისა და ორგანიზაციის გეგმების შესახებ.
ხშირად ხდება ისე, რომ თანაშრომლებს მკაფიო დავალებებს ვაძლევთ, თითქოს ყველა პირობას ვუქმნით იმისთვის, რომ საქმე კარგად გააკეთონ და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ, მაგრამ მაინც… საქმე ისე არ კეთდება, როგორც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამ დროს, უმეტესწილად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ხოლმე სხვებთან, ან საკუთარ ფიქრებში, ან ამავე თანამშრომელთან სხვადასხვა უარყოფითი ჟესტებით. ამით არასრულყოფილად შესრულებულ საქმეს ვერ ვასწორებთ და პირიქით გარშემომყოფებს და საკუთარ თავსაც სტრესს ვუმატებთ. სრულად წაკითხვა »
ამ ბალანსის შენარჩუნება რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისათვის, არავისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. მენეჯერთა უმეტესობისათვის ეს ავტომატურად ასოცირდება ნაკლებ მუშაობასთან, ნაკლებ შედეგებთან და ნაკლებ შემოსავლებთან. არადა, ორგანიზაციებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თანამშრომლებს ჰქონდეთ ეს ბალანსი დაცული. სრულად წაკითხვა »