ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: March 16, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 3,707-ჯერ

ქართული პროდუქცია ქართველი ემიგრანტებისთვის

ჩვენი აზრით, თუ კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ, ამით ეს კომპანია თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 14, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,834-ჯერ

მომხმარებლის მოზიდვის საინტერესო შესაძლებლობა აფთიაქებისთვის

ვფიქრობთ, კარგი იდეა შეიძლება იყოს, რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ, თავისივე კლიენტების გამოკითხვებით, უბნის საუკეთესო ექიმი რომ გამოავლინოს. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 11, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,523-ჯერ

როგორ შეიძლება სააფთიაქო ქსელმა დამატებითი კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს?

ვფიქრობთ რომელიმე სააფთიაქო ქსელი მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას შეძლებდა, თუკი მას იმ სპეციფიკური მედიკამენტებისა თუ ინვენტარის შეკვეთით ჩამოტანის მომსახურებას შესთავაზებდა, რომელზეც მომხმარებელს ხელი ადვილად არ მიუწვდება. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 9, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,399-ჯერ

როგორ შეუძლიათ სატაქსო კომპანიებს კლიენტებისთვის მომსახურების გაიოლება

ის სატაქსო კომპანიები, რომლებიც ძირითადად კორპორატიულ სეგმენტს ემსახურებიან, ბევრად გაუმარტივებენ კლიენტებს მომსახურებას, თუკი შესაძლებელს გახდიან გამოძახებას SMS-ის ან Skype-ის მეშვეობით. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 7, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,725-ჯერ

როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უფრო თანმიმდევრული გახადონ განვითარების პროცესი განვითარების საბჭოების მეშვეობით

თუ თქვენი ორგანიზაცია შექმნის განვითარების საბჭოს, რომელშიც შევლენ უმაღლესი და საშუალო რანგის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, თუ საბჭო თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება და განვითარების საკითხებს განიხილავს, გადაწყვეტილებებს მიიღებს და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობას გადაამოწმებს, ორგანიზაციის განვითარების პროცესი ბევრად დაჩქარდება. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: February 28, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,075-ჯერ

გაყიდვების გაზრდის საინტერესო შესაძლებლობა კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის

ის ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც პროდუქტის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს იყენებენ, მაგრამ ძირითადად საკუთარ მოსავალზე არიან დამოკიდებულნი. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მოახერხებდნენ გლეხების კოოპერირებას მათი მოსავლის შესყიდვის მიზნით. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: February 24, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,131-ჯერ

სკოლებში ინგლისურის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი

თუ სკოლები კვირის რომელიმე დღეს შემოიღებენ ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენების გაკვეთილებს, უცხო ენის სწავლება უფრო სასიამოვნო გახდება და მოსწავლეებსაც უკეთ განუვითარდებათ სმენითი და სასაუბრო უნარები.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: February 21, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,631-ჯერ

რა შესაძლებლობებს იძლევა თბილისში არსებული საწარმოო ფართები დეველოპერებისთვის

დეველოპერული კომპანიების ახალი მიმართულებით განვითარების კარგი საშუალება შესაძლოა აღმოჩნდეს დიდ წარმოებების მიმდებარე ტერიტორიის დეველოპმენტი.

ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს ქალაქგარეთ არსებული საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორეს მხრივ კი თბილისში არსებული დიდი წარმოებებისთვის ქალაქგარეთ, ყველა საჭირო პირობით მოწყობილ ტერიტორიაზე გადასვლის ალტერნატივის შეთავაზება. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: February 15, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,891-ჯერ

სტუდენტური ქალაქი – ახალი შესაძლებლობა დეველოპერებისათვის

დეველოპერული კომპანიებისათვის კარგი შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს სტუდენტური ქალაქის მშენებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სტუდენტი რეგიონებიდან ჩამოდის თბილისში და საცხოვრებელ ფართს საჭიროებენ, ამასთან, დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სურვილი დამოუკიდებლად იცხოვრონ, სტუდენტურ საცხოვრებლებზე მოთხოვნა მართლაც დიდი იქნება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: February 9, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,879-ჯერ

როგორი შეიძლება იყოს “ფულის მოზიდვის” ახალი გზა ბანკისათვის

ჩვენი აზრით, ბანკს, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, შეუძლია თავის  საოპერაციო დარბაზებში ქართული და უცხოური, ახალი და ძველი ფულის ბანკნოტების და მონეტების გამოფენა მოაწყოს, ექსპონატები კი ამ გამოფენისათვის კოლექციონერებისგან, ნუმიზმატებისგან ან იმ ჩვეულებრივი ოჯახებისგან ითხოვოს, რომლებსაც ფულადი ნიშნების უნიკალური სახეები აქვთ და დათანხმდებიან ისინი ცოტა ხნით ბანკს ათხოვონ. შედეგად მომსახურების რიგში ყოფნა მოსაწყენი აღარ იქნება და მომხმარებელი ბანკში ვიზიტისას შემეცნებით სარგებელსაც მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება