ვფიქრობთ, იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი კლინიკები აქვთ, კარგი შესაძლებლობაა სკოლებში მასწავლებელთა უფასო გამოკვლევების ჩატარება. ამით კომპანიისადმი კმაყოფილება და ნდობა გაიზრდება.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო მეტროსთვის
ვფიქრობთ, თუ მეტრო დამატებით რამდენიმე საინტერესო და ღირებულ მომსახურებას შესთავაზებდა თავის მომხმარებლებს, ეს კიდევ უფრო გაზრდიდა მის შემოსავლებს. სრულად წაკითხვა »
გააკეთეთ მოძრავი კაბინეტები რეგიონების მოსახლეობისთვის
კარგი იქნებოდა, თუ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც კლინიკები რეგიონებშიც აქვთ, მოძრავ კაბინეტებს გააკეთებდნენ. ისინი აღჭურვებოდა თერაპიული მოწყობილობებით და ახლოს მდებარე სოფლებში გეგმურად გაწერილი პერიოდულობით ივლიდა. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ხელი შეუწყონ დაზღვევის ბაზრის ზრდას
თუ სადაზღვევო კომპანიები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მიზნად დაისახავს მიაჩვიოს მოსახლეობა მანქანისა და ბინის დაზღვევის აუცილებლობის აზრს, დააფინანსებენ შესაბამის სარეკლამო კამპანიას, ხოლო ხარჯებს წლის ბოლოს მიღებული შედეგების მიხედვით გაინაწილებენ – შეძლებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ დაზღვევის ბაზარი.
როგორ შეიძლება პენსიების გამცემმა ბანკმა ასეულობით ათას ოჯახში წარმომადგენლები გაიჩინოს
თუ პენსიების დამრიგებელი ბანკი დამატებით სახსრებს გამოყოფდა თავისი კლიენტი პენსიონრებისთვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ამით, ვფიქრობთ, რომ პენსიების პროგრამაში მონაწილეობის გრძელვადიან შესაძლებლობებსაც გაზრდიდა და ასეულობით ათას ოჯახში კეთილგანწყობილ წარმომადგენლებსაც გაიჩენდა, რომლებიც მასზე ხშირად და დადებით კონტექსტში ისაუბრებდნენ. სრულად წაკითხვა »
რა საინტერესო პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს სტუდენტებისა და ახალდაქორწინებული წყვილებისათვის
ექსპორტის ხელშეწყობა – ზრდის საუკეთესო საშუალება ბანკებისათვის
ის ქართული ბანკები, რომლებიც ექსპორტის დაკრედიტების ძლიერ დეპარტამენტებს შექმნიან, შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან.
რატომ შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი ბანკისთვის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება
ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც. სრულად წაკითხვა »
რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო
ის ბანკი, რომელიც ფილიალების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა (განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით), თუ თავისი შესასვლელის წინ ტერიტორიას დაასუფთავებდა, განათებით უზრუნველყოფდა, გაამწვანებდა და შემდეგ მისი იერსახის მუდმივად შენარჩენუბაზე იზრუნებდა, დიდ სარგებელს მოუტანდა, როგორც მოსახლეობას, ისე თვით ბანკს.
დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაცია – პროდუქციის ექსპორტის საინტერესო შესაძლებლობა
საქართველოში ამჟამად მრავლად მოღვაწეობენ დამოუკიდებელი მწარმოებლები, რომლებიც მცენარეებისგან ამზადებენ მალამოებს, საცხებს, ნაყენებს ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. მათ თავისი კლიენტები ჰყავთ. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება ასოციაცია, რომელიც მსგავს მწარმოებლებს გააერთიანებს. სრულად წაკითხვა »