ვფიქრობთ, რომელიმე მობილური ოპერატორი მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებსაც, აბონენტების რაოდენობასაც და მის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობასაც, თუ მეურვეობას აიღებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
როგორ უნდა გაუმკლავდნენ სადაზღვევო კომპანიები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მომავალ საფრთხეს
ავერსმა სადაზღვევო ოპერაციების წარმოების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ის აპირებს, აქტიურად შევიდეს სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის იქ მოღვაწე კომპანიებს. სრულად წაკითხვა »
რამ შეიძლება ბანკს მოუტანოს სწრაფი წარმატება
თუ რომელიმე ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზებს უზრუნველყოფაზე 150-200% მეტი სესხების მიცემას, სანაცვლოდ კი მოითხოვს მათგან : სრულად წაკითხვა »
როგორ შეიძლება ნავთობის კომპანია გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი კორპორატიული კლიენტებისთვის
თუ ბენზინგასამართი სადგურების რომელიმე ქსელი კორპორატიულ კლიენტებს, საწვავთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს, ბევრი მათგანისთვის კიდევ უფრო სასურველი პარტნიორი გახდება. სრულად წაკითხვა »
რა უნდა დაისახოს ეროვნულმა ბანკმა უახლოესი წლების მთავარ მიზნად
დღეს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30% შეადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია არა მარტო განვითარებული ქვეყნებისთვის (სადაც რამოდენიმეჯერ აღემატება საბანკო აქტივები მთლიან პროდუქტს), არამედ განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ეს, საერთო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემა რეალურ როლს ეკონომიკის განვითარებაში ფაქტობრივად ვერ ასრულებს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია “საქცემენტს” საცალო ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება
უამრავ ოჯახს სჭირდება ჩამონგრეული ნალესის პატარა მონაკვეთის შელესვა, სხვადასხვა სანტექნიკური გაყვანილობების დაზიანების და გამოცვლის შემთხვევაში სიცარიელის ამოვსება და ა.შ. ამას რა თქმა უნდა, ცემენტი სჭირდება. ცემენტის ორმოცდაათკილოგრამიანი პარკები, რომლებიც დღეს საცალო ბაზარზე იყიდება, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ზედმეტი, გამოყენების შემდეგ კი მომხმარებელმს დარჩენილი ცემენტის გადაყრა უწევს. სრულად წაკითხვა »
რა უნდა გააკეთოს ფარმაცევტულმა კომპანიამ ბავშვებისთვის ლოიალურობის გასაზრდელად
ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ აფთიაქი, რომელსაც აქვს ლოიალურობის ბარათი, გააკეთებს გასართობ ცენტრს ბავშვებისთვის მისი ბარათის სახელწოდების შესაბამისად. ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება დაბადების დღეების გადახდა, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, იქ ბავშვის თუნდაც ერთი საათით მიყვანა და დატოვება. სრულად წაკითხვა »
რა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო რეკლამა შიდა ტურიზმით დაკავებული კომპანიებისათვის
თუ რომელიმე ტურისტული კომპანია სტაციონარულ, სათვალთვალო ჭოგრიტებს დაამონტაჟებს მცხეთის ჯვრის ეზოში, მონასტერს დაუთმობს მთლიან შემოსავალს მოვლისა და ზედამხედველობის სანაცვლოდ, თვითონ კი, უბრალოდ, სარეკლამო წარწერას დატოვებს მასზე, ეს მისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება. სრულად წაკითხვა »
ბანკი როგორც საკლირინგო ცენტრი
ამჟამად ქართულ ბანკებს შორის საანგარიშსწორებო ოპერაციები ეროვნული ბანკის გავლით ხორციელდება, რაც დროში აფერხებს კლიენტების მიერ გადარიცხვების შესრულებას. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ დეველოპერებს თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ და თვითონაც დამატებით შემოსავლები მიიღონ
თუ რომელიმე დეველოპერული კომპანია თბილისში და მის გარშემო არსებული გამოუყენებული დიდი ნაგებობების და საწარმოო ეზოების აღწერას გააკეთებს, მოიფიქრებს მათი ეფექტური გამოყენების გზას, ხოლო ამის შემდეგ მფლობელებს ასეთი შენობების გაყიდვაში ან გაქირავებაში დახმარებას შესთავაზებს, შემოსავლებსაც მიიღებს და თბილისისთვისაც კარგ საქმეს გააკეთებს. სრულად წაკითხვა »