აღდგომის დღესასწაულზე მძიმე ავარია მოხდა ჩემს უბანში. სამი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ ნასვამი იყო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. ამასწინათ ერთ ჟურნალს წავაწყდი სახლში, სადაც ავტოკატასტროფის სტატისტიკა ვნახე. მიზეზთა 40%-ზე მეტში ალკოჰოლია დასახელებული. პირველად, ჩემი ავტომობილით ავტოავარიაში რომ მოვყევი, ნასვამი ვიყავი და სიჩქარის გადაჭარბების გამო წყნეთის გზაზე ამოვტრიალდი. მანქანა ჯართში ჩავაბარე. მადლობა ღმერთს მე და ჩემი მგზავრი უვნებელნი დავრჩით.
რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ამას, ან მინიმუმამდე მაინც დავიდეს ალკოჰოლის მსხვერპლთა რაოდენობა ? სრულად წაკითხვა »