არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალიან რთული ან განსხვავებული დავალებების გადაწყვეტა გვიწევს, გვგონია, რომ მისი გადაჭრა ჩვენს გამოცდილებასთან და კვალიფიკაციასთან მიმართებაში ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში, ამოცანის გადაჭრის გზების ძიებასა და ფიქრს ემატება პასუხისმგებლობის დიდი სტრესი.
ზოგი ხელმძღვანელი შენგან მოითხოვს, რომ გაცემული დავალება მაღალი ხარისხით რაც შეიძლება დროულად ჩაიბაროს. მაგრამ კარგი ხელმძღვანელი თავის ძალებს არ იშურებს, რომ დაგეხმაროს და მხარდაჭერა გამოგიცხადოს, გასწავლოს და გვერდით დაგიდგეს შენთვის რთულ შემთხვევაში. ამის დანახვა თანამშრომლებს ძალიან მარტივად შეუძლიათ და სულ სხვანაირად განეწყობიან. ზოგადად სამსახური და საქმის კეთება მათთვის სიამოვნებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მოვალეობის მოხდის მიზნით, სხვა გზა რომ არ გაქვს, საქმის კეთებასთან. ამასთან, უფრო რთული დავალებებისთვისაც მზად არიან, რადგან ხელმძღვანელს მხარდამჭერად უფრო აღიქვამენ, ვიდრე მაკონტროლებლად.