ინსაითის თემა შერჩეულია მკითხველის თხოვნით.
ამის მიზეზები და შესაბამისად გადაწყვეტის გზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ინსაითში მათგან ერთ-ერთზე მოგიყვებით.
გუნდურობისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეკრებილები ერთი მიზნის გარშემო, საერთო სულისკვეთება და მუხტი ამოძრავებდეთ.
ამ საკითხებზე მსჯელობასა და განხილვებზე ლიდერმა დრო არ უნდა დაიშუროს, ვინაიდან სტრატეგიის განმახორციელებლები ისევ თანამშრომლები არიან, მათი მონაწილეობით შეჯერებულ სტრატეგიაზე კი მეტი ჩართულობის განცდა ექნებათ, პასუხისმგებლობასაც მეტს აიღებენ მის განხორციელებაზე და შედეგებზე მეტი სიამაყით ისაუბრებენ. რადგან მათი ნამსჯელი იქნება ეს სტრატეგია, მათი მონაწილეობით იქნება შეჯერებული. და თუ მსგავსი ღონისძიებები არაფორმალურ გარემოში ჩატარდება, უფრო მეტი კონცენტრირებაც მოხდება საკითხებზე და გუნდის კიდევ უფრო მეტად შეკვრასაც დაეხმარება.