შეიძლება არ ვუყვარდეთ, არც მოვწონდეთ ადამიანს და ამის გამო ვერაფერი მოვაწონოთ, არც არაფერი იყიდოს ჩვენგან, არც მომსახურება არ მიიღოს შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მასზე და სიკეთე გავუკეთოთ მილიონი გზა შეიძლება მოიძებნოს ამისთვის. გზა და ფორმა რომელზეც უარს არ იტყვის, ვერ იტყვის და შეიძლება ვერც გაიგებს საერთოდ, რომ ჩვენ გავაკეთეთ მისთვის რაღაც.
თუ ჩვენი ზრუნვა ვინმეზე და მისთვის სიკეთის კეთების სურვილი გულწრფელია, მაშინ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გაიგებს თუ ვერ გაიგებს ის ადამიანი ვისგან არის კონკრეტული სიკეთე. ეს ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.
და თუ გვჯერა, რომ სიკეთის კეთება და ზრუნვა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ მას უანგაროდ აკეთებ და რომ აუცილებელი არ არის წინასწარ ხედავდე რა იქნება საზღაური. მაშინ კიდევ და კიდევ უფრო მეტის კეთება შეგვიძლია მათთვის, ვისაც გვსურს ვემსახუროთ და მათთვის, ვისთვისაც გვინდა სიკეთე ვაკეთოთ.