ნახევარფაბრიკატი ხორცპროდუქტების მწარმოებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხორცის წარმოების განვითარებას,
რაც მათი სანედლეულო ბაზრის გაზრდას და გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.
ერთ-ერთი კარგი გზა, რითაც ასეთი წარმოებები ხელს შეუწყობენ ხორცის წარმოების განვითარებას, არის დაეხმარონ ფერმერებს შექმნან დარგობრივი, ან რეგიონალურ-დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც შემდეგში დაეხმარებიან მოქმედ ან დამწყებ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების გაცნობაში, ხარისხიანი სანაშენე მასალების და საკვები კომპონენტების შეღავათიანად და ორგანიზებულად შეძენაში, პროდუქციის ორგანიზებულად რეალიზაციაში და ა.შ.