ვფიქრობთ, თუ მეტრო დამატებით რამდენიმე საინტერესო და ღირებულ მომსახურებას შესთავაზებდა თავის მომხმარებლებს, ეს კიდევ უფრო გაზრდიდა მის შემოსავლებს.
ეს იდეები შეიძლება ღირებული და გამოსადეგი აღმოჩნდეს:
- მეტროში Wi-Fi-ით სარგებლობის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ მომხმარებლებს, გაცილებით საინტერესოდ და სარფიანად გაატარებდნენ იქ მგზავრობის დროს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ან სხვა ინფორმაციის დაზუსტება. მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი, მეტროში მგზავრობის პარალელურად, ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც ექნებოდათ. ვფიქრობთ, სატელეკომუნიკაციო კომპანიები უარს არ იტყოდნენ ამაში მონაწილეობაზე.
- საინტერესი წამოწყება შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მომხმარებლებს ვაგონებში, ან სადგურებში განცხადების განთავსების საშუალებას მივცემდით – იქნებოდა ეს ყიდვა-გაყიდვის, ნივთის დაკარგვის, თუ სხვა ტიპის. შეიძლება სპეციალური დაფაც გამოიყოს, სადაც ყველა განცხადება მოიყრიდა თავს. მომხმარებელთა ნაკადი მეტროში საკმარისად დიდია და განცხადების წაკითხვით დაინტერესებულებიც მათ შორის ბევრი აღმოჩნდება, ასევე დიდია მეორე მხარის სურვილი – საკუთარი განცხადება, ყოველდღიურად, ასიათასობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
- თუ მეტრო საკუთარ რადიოს გააკეთებს შესაბამისი მუსიკალური გაფორმებებით და საინტერესო სიახლეებით, მაშინ უფრო სასიამოვნოს გახდიდა მომხმარებლებისთვის მეტროთი მგზავრობას. თუ მასში რეკლამების განთავსებასაც შეძლებდა, შემოსავლის წყაროდაც გაიხდიდა.
მოკლედ, ვფიქრობთ, თუ ამ და მსგავსი ტიპის მომსახურებებს დამატებით შესთავაზებდა მეტრო თავის მომხმარებლებს, მათ კეთილგანწყობას აამაღლებდა და შემოსავლების გაზრდასაც შეძლებდა.