თანამშრომლებმა რომ უკეთესად იმუშაონ

თანამშრომლებმა რომ ორგანიზაციისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთონ, საჭიროა:

1. ჰქონდეთ ძალიან მკაფიო ამოცანა,

2. ჰქონდეთ ეფექტური მოტივაცია ამ ამოცანის გადაწყვეტაზე და

3. სათანადო ხელშეწყობა მუშაობაში.

ამით ისინი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებენ იმ კომპეტენციის ფარგლებში რომელიც გააჩნიათ.

მაგრამ, თუ ხელმძღვანელობა დროთა განმავლობაში მათ იმაშიც დაეხმარება, რომ საკუთარი საქმის კეთების გზები და მეთოდები უკეთ შეისწავლონ და აგრეთვე ის უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და განივითარონ, რომლებიც მათ საქმის უკეთ კეთებისათვის სჭირდებათ, შედეგად ამოუწურავ რესურსს, საინეტერესო გენერირებულ და განხორციელებულ იდეებს მივიღებთ ისეთი ადამიანებისგანაც კი, ვისგანაც ამას სულ არ ველით.

გრძელვადიან პერიოდში თითქმის უშედეგოა კონტროლზე, დასჯაზე დახარჯული რესურსები და მათ არაფერი დადებითი შედეგი ფაქტიურად არ მოაქვს. უფრო პირიქით, ასეთი ქმედებებით, შესაძლოა, უფრო არა ხელმძღვანელობის მხარეს, არამედ მათ საპირისპირო მხარეს მდგომი კოლექტივი მივიღოთ.

ამ სამი ფაქტორიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ მკაფიოდ დასმული ამოცანაა. რაც უფრო მკაფიო და კონკრეტულია ამოცანა და პასუხისმგებლობაც, აქედან გამომდინარე მით უფრო დიდია მოტივაციაც უფრო მეტის და უფრო კარგად კეთებისათვის. თუმცა  მოტივაციის სქემას და მუშაობაში ხელშეწყობას, გრძელვადიან პერიოდში, აგრეთვე არც თუ ისე მცირე როლი უკავია თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლებაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება