რატომ რჩებიან თანამშრომლები კომპანიაში

თანამშრომლები კომპანიაში მრავალი მიზეზის გამო ჩერდებიან. მათ შორის – უმუშევრობის შიშით, მიკუთვნების განცდით, ან შეჩვევის გამო. მაგრამ რატომ ჩერდებიან საუკეთესო კადრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სამსახურის შეცვლა? მათ გააჩნიათ სულ სხვა მოტივაცია და განსხვავებული მიზეზები, რის გამოც არიან კმაყოფილნი და არც ფიქრობენ სხვა სამსახურის ძიებაზე. ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი კადრების შენარჩუნება, უნდა იცოდეს და ყურადღებას ამახვილებდეს მათი დარჩენის მთავარ მოტივატორებზე:

1. ისინი ამაყობენ ორგანიზაციით – ადამიანებს სურთ იმუშაონ ორგანიზაციაში, რომელსაც კარგი რეპუტაცია, იმიჯი და სახელი გააჩნია, აქვს დალაგებული, გამართული შიდა მდგომარეობა და წარმატებულად მოღვაწეობს ბაზარზე.

2. პატივს სცემენ ხელმძღვანელს – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ ჰყავთ სამაგალითო, პატივსაცემი ხელმძღვანელი და მისგანაც გრძნობენ პატივისცემას და მსგავს დამოკიდებულებას. შესაბამისად თითოეულ მენეჯერს გააჩნია საკმაოდ დიდი ძალაუფლება –შეინარჩუნოს თავისი უშუალო დაქვემდებარებულები ურთიერთობის განვითარებით.

3. სამართლიანი ანაზღაურება – თანამშრომლები რჩებიან ორგანიზაციაში, თუ აქვთ მათი უნარების, შედეგების და ძალისხმევის შესაბამისი ანაზღაურება. ეს გულისხმობს როგორც კონკურენტულ ხელფასსა და ბენეფიტებს, ისე სხვა სახის წახალისებებს, შრომის დაფასებასა და აღიარებას.

4. ისინი ვითარდებიან – საუკეთესო კადრები რჩებიან კომპანიებში, როცა ისინი მუდმივად ახალს სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან, და არა მხოლოდ საქმის კეთების ხარჯზე, არამედ იმითაც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის შეძენაზე.

5. გარშემომყოფები – ძალიან არსებითია თანამშრომლისათვის, თუ ორგანიზაციაში მუშაობენ პატივსაცემი, შესაფერისი და მსგავსი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და პოზიტიურია.

6. შინაარსიანი სამუშაო – და ბოლოს, ადამიანებს სურთ, იმუშაონ კომპანიაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ აკეთონ ის საქმე, რომელიც ახლოს არის მათ ინტერესებთან, ძალიან მოსწონთ და უყვართ.

შესაბამისად, ყველა ხელმძღვანელი უნდა ცდილობდეს ამ პუნქტების მიხედვით ორგანიზაციის შეფასებას და იმ მიმართულებების გაძლიერებას, სადაც მოიკოჭლებს. თუ ორგანიზაცია ამ პირობებს კარგად აკმაყოფილებს, იქ იმუშავებენ ყველაზე მოტივირებული, კომპეტენტური კადრები. ეს პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის მიღწევებთან, შედეგებთან, კლიენტების კმაყოფილებასთან და შემოსავლებთან.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება