მართალია, სინერგიის ეფექტის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით და კარგადაც გვესმის, მაგრამ ხანდახან სინერგიული გაერთიანებების წინააღმდეგ ძალაუნებურად და გაუაზრებლად მივდივართ ხოლმე. მაშინ უბრალოდ ყველას ერთად გვჭირდება გახსენება, რომ ერთად უფრო უკეთ, უფრო ბევრი და უფრო სწრაფად გამოგვდის, და რომ:
რაც არ უნდა გონებამახვილები, პროფესიონალები და პროაქტიულები ვიყოთ, საქმეს მარტო ისე ბრწყინვალედ ვერ ვაკეთებთ, როგორც ეს სხვასთან ერთად შეგვიძლია.
რაც არ უნდა მცირე წვლილი ჰქონდეს ამ საქმეში იმ სხვას, ერთად მუშაობის დროს უფრო მეტის შექმნა შეგვიძლია, ვიდრე ამას ცალ–ცალკე, დამოუკიდებლად შევძლებდით.
რაც არ უნდა გვეზარებოდეს ან გვენანებოდეს ერთობლივ მუშაობაზე დროის დახარჯვა, ერთად გაკეთებული საქმე მრავალწახნაგოვნად ღირებულია ხოლმე ჩვენთვისაც და ჩვენი საქმისთვისაც.
რაც არ უნდა გვიწევდეს წარმატების სხვასთან გაზიარება და საკუთარი პირველობის დათმობა, ბოლოს ყველაზე მთავარი მაინც შექმნილი სარგებლის მასშტაბია.
რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ არ არსებობს უზუსტობა არითმეტიკაში, ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ და არითმეტიკა ვცდებით.
მაისი, 2012წ