როგორ გავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მიმზიდველი

თუ უნივერსიტეტი შეძლებს  წარჩინებული სტუდენტების დიდ ნაწილს დაეხმაროს დასაქმებაში, ვფიქრობთ, მისი მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ეფექტური ნაბიჯი შეიძება აღმოჩნდეს უნივერსიტეტში დასაქმების ცენტრის შექმნა.

ამ ცენტრმა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს:
პირველ რიგში, ყველა წამყვან სტუდენტს გაუკეთოს სრულყოფილი CV საჭირო დახასიათებებით, ლექტორებისაგან რეკომენდაციებით და სხვა აუცილებელი ინფორმაციით. ასევე დაუნიშნოს იმ ორგანიზაციებში შეხვედრები, სადაც ყველაზე დიდი ალბათობით დასაქმდებიან.

პარალელურად დაეხმაროს ყველა ორგანიზაციას, ვისაც აქვს ინტერესი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის იპოვოს მისთვის სასურველი კანდიდატი. ამისათვის უნდა გაერკვიოს მათ მოთხოვნებში და ხელი შეუწყოს შერჩევის ღონისძიების ორგანიზებაში.

ასევე ჩაატაროს დამატებითი ლექციები და ტრენინგები იმის შესასწავლად, თუ როგორ იპოვონ პოტენციური დამსაქმებლები, როგორ შეავსონ CV, როგორ ისაუბრონ და მოიქცნენ გასაუბრებებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ეხმარებოდეს როგორც მუდმივ, ასევე მოკლევადით დასაქმებაში(საზაფხულო სამუშაო, პრაქტიკები, სტაჟირება).

ამ ცენტრის შექმნა ერთის მხრივ გაზრდის უნივერსიტეტის რეიტინგს, მეორეს მხრივ კი სტუდენტები იქნებიან მოტივირებულნი უკეთ ისწავლონ, რათა შევიდნენ წარჩინებულთა რიცხვში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.20 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ გავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მიმზიდველი”


  1. დავითი
    on Aug 21st, 2009
    @ 17:00

    საჭიროა მეტი პრაქტიკული მუშაობა, საქმეში ჩართვა, ჯგუფური პროექტები რეალური შედეგებით! სტუდენტებმა უნდა შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქტები – პროგრამები, საკონსულტაციო ჯგუფები, იურთიერთონ ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან, ხელოვანებთან და ა.შ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება