გზა ელიტელექტრონიქსის კრიზისიდან გამოსაყვანად

ჩვენი აზრით, ელიტელექტრონიქსს ჯერ კიდევ შეუძლია კრიზისიდან გამოსვლა, თუ “თრეიდინ” მომსახურებას განავითარებს და აქცენტს მეორად და მცირეფასიან ტექნიკაზე გადაიტანს.

ამისათვის კარგი იქნება, თუ შექმნის ახალ ბრენდს მაგ.: TOTAL ELECTRONICS. იგი არ იქნება ასოცირებული შედარებით ძვირადღირებულ პროდუქციასთან და სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილს ამ ბრენდზე გადაიყვანს.

ახალი ბრენდის სავაჭრო ობიექტები ორიენტირებული უნდა იყვნენ მხოლოდ მეორადი და დაბალფასიანი ელექტროტექნიკის გაყიდვაზე. ფასები აქ უნდა იყოს იგივე ან უფრო დაბალი, ვიდრე ბაზრობაზეა. ამასთან განვითარებული უნდა იყოს დამატებითი სერვისები. მაგ.: მოკლევადიანი განვადება და ტექნიკური სერვისები (მიტანა, მონტაჟი და ა.შ.).

რაც შეეხება არსებულ ბრენდს – ელიტელექტრონიქსს, უნდა დარჩეს მხოლოდ რამოდენიმე მაღაზია, რაც საკმარისი იქნება შედარებით ძვირადღირებულ პროდუქციაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაყიდვების გასაფართოებლად უნდა განვითარდეს Trade In-ის მომსახურება, რამეთუ განვადებების და სამომხმარებლო დაკრედიტების შეწყვეტის გამო შემცირებული ბაზრის წამოწევა სწორედ ამ მომსახურებას შეუძლია. ამოღებული მეორადი ტექნიკის რეალიზაცია კი ახლადშექმნილი ბრენდის მეშვეობით უნდა მოხდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება