ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში რამდენ საინტერესო ცვლილებას მოგვიტანდა

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავში მიტრიალებდა ფიქრები იმის შესახებ თუ რატომ იყო გაცილებით უფრო სასიამოვნო ევროპაში ცხოვრება? რით განსხვავდებოდა ევროპული ყოველდღიურობა ქართულისაგან?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება რაც დავიჭირე, ჩემი აზრით შრომის კულტურაა…
წარმოიდგინეთ ევროპული სამუშაო დღე. დილით ადრე დგებით, სამსახური გათენებიდან ერთ საათში იწყება, შუადღით ჩვეულებრივ ისვენებთ, საღამოს კი მუშაობა ძალიან ადრე მთავრდება… ჩვენ რეალობასთან ხაზი რომ გავავლოთ… წარმოიდგინეთ ერთი წუთით როგორ შეიცვლებოდა ცხოვრება სამუშაო დღე საქართველოში 7-ზე რომ იწყებოდეს და 4-ზე მთავრდებოდეს…

ერთ-ერთი სტატისტიკური კვლევის თანახმად ქართული მოსახლეობის 72%-ი თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს… საღამოს 8 საათისთვის სახლში მისული ადამიანი გადაღლილია, დასვენების შემდეგ კი უკვე 10 საათია, ღამეა, გარეთ ვეღარ გადის და მისი ყველაზე კარგი მეგობარი ტელევიზორი ან კომპიუტერი ხდება…  შემდეგ ფილმებს შეყოლიებული ხშირად ღამის 2 საათამდე ტელევიზორთან ან ინტერნეტ მეგობრებთან ზის დილით კი დღის ყველაზე პროდუქტიულ საათებს ძილში ატარებს… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… აღარც სპორტი, აღარც სწავლა, აღარც საქმეები, არც მეგობრები და არც ადამიანური დასვენება… ყველაფერი ,,შაბათ-კვირას” უნდა მოასწრო…

ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება რომ სამუშაო საათებმა გადაინაცვლოს?

უპირველეს ყოვლისა ადამიანები მოწყდებიან ტელევიზორებს და კომპიუტერებს, გამოვლენ შენობებიდან, დროს ერთად გაატარებენ, საჭიროების შემთხვევაში უამარავ პირად საქმეს მოასწრებენ, უფრო აქტიურად ივლიან სპორტზე, ისწავლიან უცხო ენებს, დაისვენებენ პარკებში და გასართობ ცენტრებში…

ერთი სიტყვით დახარჯავენ უფრო მეტს. უფრო მეტი ხარჯის გაწევა კი უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს სხვისთვის, რომელიც ასევე ხარჯავს… და ამ გზით ეკონომიკას ძალიან მძლავრი სტიმული ეძლევა… წარმოიდგინეთ თითო ადამიანმა 10%-ით რომ გაზარდოს თავისი ხარჯი, რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე?

გამოთავისუფლებული დღის გამო უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკლესიაში, უფრო მეტი ადამიანის ზნეობრივ კულტურული შემეცნება ამაღლდება, უფრო მეტი ადამიანი გახდება პატრიოტი, პატიოსანი, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული და სულიერად ამაღლებული…

და რა მოუვა შრომის ნაყოფიერებას ? ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი საზოგადოება რამდენად უფრო ბედნიერი იქნება და რამდენად უფრო მაღალი იქნება მისი შრომის ნაყოფიერების დონე ?

ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში რამდენ საინტერესო ცვლილებას მოგვიტანდა?

(ეს იდეა ეკუთვნის სტრატეგიული კლუბის 1–1 წევრს: http://www.strategist.ge/forum/index.php?showuser=18 )


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.48 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

11 კომენტარი to “ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში რამდენ საინტერესო ცვლილებას მოგვიტანდა”


  1. პაპუნა
    on May 21st, 2009
    @ 15:28

    ძალიან საინტერესო აზრია, თუმცა არ ვიცი რამდენად საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია ამისათვის. განა არ შეუძლიათ თუნდაც მცირე ზომის კერძო ორგანიზაციებმა თვითონ შეცვალონ სამუშაო საათები?

    თუმცა რამდენად მოსახერხებელი იქნება ლოკალურად ასეთი ცვლილება, და რა ძირითად დისკომფორტებს გამოიწვევს არ ვიცი, მგონი არც თუ ისე ცოტას.


  2. გეგა
    on May 22nd, 2009
    @ 15:53

    მცირე კომპანიებამ რომც დაიწყონ თავიანთი სამუშაო დღე ადრე, ამით ამინდს ვერ შექმნიან. ბანკები 10:00-ზე ადრე არ იწყებენ მუშაობას, სახელმწიფო ორგანიზაციებიც ასეა. ასე რომ ძირეული ცვლილებაა საჭირო. ყველაფერი რომ გადმოგვაქვს ცივილიზებული სამყაროდან, კარგად დავიწყებული მზესთან ერთად დღის დაწყება გადმოვიღოთ.

    ოდესღაც უნდა მოხდეს რაღაც!


  3. antadze
    on May 22nd, 2009
    @ 21:18

    შეიძლება ვცდები მაგრამ, ჩემი აზრით საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში უფრო ნათლად გამოჩნდება ამ იდეიის შედეგები. რატომღაც მგონია, რომ ქართველების უმეტესობას არ ექნებათ სურვილი დილით ადრე შეუდგენ სამუშაოს თუ ეს სავალდებულო არ იქნება..

    პირადად მე მივესალმები ასეთ ცვლილებას.


  4. Irakli
    on May 31st, 2009
    @ 18:10

    romshi yofnis bolo dge da san pietros tadzarshi vitsodi ro miqelanjelos pieta iyo, mivedi sanaxavad da agar shemishevs, daiketao. meore dges 10 saatze movdiodi da azri ar qonda, magram maints vkitxe datsvas txval dilit romel saatze igheba tadzris muzeumis natsili tko da 7:15 tsutzeo :) mivedi meore dges da savse iyo mnaxvelebit :))

    miunxenshi dgis otx saatze kai germaneli kostumiani mamakatsebi litriani katxebit miirtmeven luds :))

    rogoria?

    maints vfiqrob rom ofitsialurad unda gamotsxaddes! mkafio nabiji iqneba tsivilizaciisken :)


  5. Gio
    on Jun 1st, 2009
    @ 16:39

    calsaxad saintereso azria da tu vinme dafiqrdeba albat yvelaze inovaciurad moazrovne kompaniebs tvitonac SeuZliat ase moiqcnen…

    Torem kanonmdeblobis cvlileba rodis iqneba…


  6. levan zuroshvili
    on Jun 10th, 2009
    @ 10:28

    მოგესალმებით, პირველად ცხოვრების ამ რეჟიმმა 1999 წელს დამაფიქრა, როცა ლუქსემბურგში შუადღეს 4 საათზე უმრავლესობა დაწესებულებებისა კარგამოხურული დაგვხვდა და უამრავი ხალხი კი გარეთ, უამრავი გასართობი და განსატვირთი დაწესებულებები კი გაფრიალებული კარებებით. საოცარი სიკეთის, სიამოვნების, ამ ცხოვრებით კმაყოფილების ატმოსფერო იყო ამ მარტივი მიზეზის გამო, ხალხი უბრალოდ ისეთი კმაყოფილია პირადი ცხოვრებისათვის დიდი დროის ქონით, რომ აზრად არ მოსდის ვინმეს მიმართ ცუდის გაფიქრებაც კი. მე პირადად დილის 7 საათიდან 9 საათამდე პრაქტიკულად ტყუილად ვკარგავ დროს, მე ხვალიდანვე გადავიდოდი ამ რეჟიმზე, აუცილებლად კანონის დონეზე უნდა გადაწყდეს, თუმცა ჩვენი ზარმაცი ხელისუფალნი ვერ დათმობენ ტკბილი ძილის სიამოვნბას ალბათ და გაუჭირდებათ ამის გაკეთება.

    რა იქნება მაგალითად ნებაყოფლობით ორგანიზაციამ ბექ-ოფისის საათები რომ გადაიყვანოს ამ გრაფიკზე? მაგალითად ანალიტიკოსის, ბუღალტრის, პროგრამისტის, შიდა აუდიტის და ასე შემდეგ?

    მაგალითი ხომ ვერ შეასრულებდა კანონის ცვლილების სტიმულატორის როლს?


  7. Anonymous
    on Jul 1st, 2009
    @ 14:15

    mogesalmebit,me evropashi vcxovrob da namdvilad davadastureb im paqts rom aq cxovrebis xalis aqvt,rac ganpirobebulia tundac imit rom tavisupali dro aqvt ad zustad ician rom xval dilit samsaxuri elodebat axala ki dasvenebas eswrapvian,
    saqartveloshi kargi iqneboda msgavsi ram magram xom ar dagvaviwyda is rom qartvelebi vart?xom ar dagvaviwyda gakicxuli shedrevnebi?parkebi?stadionebi?es chven vart,ratqmaunda chven amis ukmayopiloni viqnebit,chven xom ver vitant msgavs ragacebs?


  8. თამუნა
    on Jul 1st, 2009
    @ 16:09

    ვაიმე რა მაგარი იდეაააააა :) ცოტა შეჩვევა გავიჭირდება ქართველებს ასეთ რეჯიმთან მაგრამ იმდენი დადებითი მხარე აქვს რომ მივეჩვევით.


  9. თამუნა
    on Jul 1st, 2009
    @ 16:10

    ცოტა შეჩვევა გავიჭირდება ქართველებს ასეთ რეჯიმთან მაგრამ იმდენი დადებითი მხარე აქვს რომ მივეჩვევით.


  10. Eliso
    on Sep 25th, 2009
    @ 16:15

    kargia, mec mifiqria amazeeeee !!!!


  11. oto
    on Oct 5th, 2009
    @ 13:36

    mivesalmebi am ideas, da tu ar vcdebi chems bavshvobashi ase 10 clis ukan ufro adre icyeboda samushao dge 9-saatze, amastan es saati rom agar gadadis zamtarshi dge saertod damoklda, 4ze ukve dabnelebas icyebs, dagekargeba yvelafris xalisi samsaxuridan rom gamoxval da dzalauneburad daacvebi saxlis gzas.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება