როგორ შეიძლება განახლებული, აღდგენილი მცხეთის გააქტიურება და ტურიზმის განვითარება ერთროულად

თუ ტურიზმის დეპარტამენტი აღდგენილ მცხეთაში ტურმიზმის კოორდინაციის ერთიან ცენტრს შექმნის, ამ ქალაქსაც კიდევ უფრო აქტიურს გახდის და ტურიზმის განვითარებასაც დაეხმარება. 

ცენტრის ფუნქცია უნდა იყოს ტურისტული ნაკადის კოორდინაცია მთელი საქართველოს მაშტაბით. იმისათვის, რომ თითოუელ ჯგუფს (დიდს თუ მცირეს) არ შეექმნას მოგზაურობის დროს პრობლემები, იყოს უზრუნველყოფილი საპიკნიკე ადგილებით, ადგილით რესოტრანში, ღამის გასათევი ადგილით, არ მოყვეს დიდ რიგებში ღირსშესანიშნავ ადგილებზე და გასართობ საშუალებზე.

ცენტრი ძირითადად ტურისტულ კომპანიებთან ითანამშრომლებს, მათი მეშვეობით დაარეგულირებს ნაკადს და მათი ტურისტების მიერ სხვადასხვა ადგილებში (სუვენირების მაღაზიაში, კვების ობიექტებში თუ გასართობ ადგილებში) დახარჯული თანხებიდან მისცემს რაღაც პროცენტს.

აქვე შესაძლებელი იქნება საქართველოს ნებისმიერი ადგილის ან ტურის შესახებ ინფორმაციის მიღება, არჩევანის გაკეთება, გიდის, ტრანსპორტის, ღამის გასათევი ადგილის დაჯავშნა.

თბილისთან შედარებით მცხეთა იდეალური ადგილია ამისათვის, ვინაიდან ის ძირითად სამგზავრო არტერიაზე მდებრეობს, დედაქალაქთანაც ახლოა და რაც მთავარია, იქ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა – სვეტიცხოველი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იზიდავდა და იზიდავს მნახველებს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ისე სხვა ქვეყნებიდან, და რომლის უნახავადაც საქართველოდან ისედაც თითქმის არავინ არ მიდის.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება