ის ორგანიზაციები, სადაც განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სისტემატიზირებული არ არის, ვერც მიმდინარე პროცესებს გამართავენ ნორმალურად და ვერც განვითარდებიან სათანადო ტემპით.
ამ პროცესების სწორად აწყობა და გამართვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე საოპერაციო პროცესების. ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი საქმიანობა ნელ-ნელა აუცილებლად მოწესრიგდება.
განვითარების ასეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების ჩამონათვალს მიეკუთვნება:
1. პროდუქტების ხარისხის კონტროლის და განვითარების პროცესი.
2. მომსახურების ხარისხის კონტროლის და განვითარების პროცესი.
3. პროდუქტების ასორტიმენტის განვითარების პროცესი.
4. გაყიდვების პროცესი.
5. რისკების და საფრთხეების მართვის პროცესი.
6. მომხმარებლებთან უკუკავშირის და მათთან ურთიერთობის განვითარების პროცესი.
7. დაგეგმვისა და კონტროლის ერთიანი პროცესი.
ამ პროცესების ან მათი ნაწილის დეტალური გააზრება, გადაწყვეტა თუ როგორ უნდა იყოს მათი უწყვეტი დინება უზრუნველყოფილი და ამ პროცესების სტრუქტურაში სწორად გადატანა, ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ორგანიზაციამ უზრუნველყოს საკუთარი საქმიანობის მუდმივი და საჭირო ტემპებით განვითარება.
***
სინერჯი ჯგუფი, ყველა ორგანიზაციას, სადაც 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, სთავაზობს, მისი უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის, უსასყიდლო სემინარს თემაზე: ორგანიზაციული სტრუქტურის გავლენა საქმიანობის შედეგებზე; პროცესი, რომლითაც უნდა იქმნებოდეს ახალი სტრუქტურა და წესები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ პროცესში.