პრობლემების პროაქტიული ძიება

თუ ორგანიზაციები მათი პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმებს არ ავითარებენ, ისინი ყოველთვის აგვიანებენ მათ მოგვარებას და ეს პრობლემებიც ასეთ დროს განსაკუთრებულად აზიანებენ ორგანიზაციებს.

ყველა ორგანიზაციას აქვს პრობლემები, პრობლემები პროდუქტებში, მომსახურებაში, გაყიდვების მიდგომებში, კადრებში, მართვის სისტემებში, ტექნოლოგიურ, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარება არ ამცირებს მოსაგვარებელი პრობლემების რაოდენობას, ვინაიდან მათ ადგილს ყოველთვის ახალი პრობლემები იკავებენ.

წარმატებულია არა ის ორგანიზაცია, რომელსაც პრობლემები არ აქვს, არამედ ის, რომელიც ამ პრობლემების ყველაზე სწრაფად აღმოჩენას და მოგვარებას ახერხებს.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმების გამართვას, რათა იქამდე ვიპოვოთ და მოვაგვაროთ ისინი, სანამ მათით უკმაყოფილო კლიენტები, თანამშრომლები ან დამფუძნებლები “რკინის ქალამნებს” ჩაიცვამენ და კაბინეტებში მოგვაკითხავენ საყვედურებით.

ბევრი შეკითხვები თანამშრომლებთან, კლიენტებთან – რა აწუხებთ, რა არ მოსწონთ, რა უფრო ადვილს და კომფორტულს გახდიდა მათ მუშაობას, რა გაუზრდიდა კმაყოფილებას, ბევრი დაკვირვება პროცესებზე, პროდუქტების და მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემები და სხვა სტრუქტურული და ტექნოლოგიური მექანიზმები. თუ ისინი კარგად არის აწყობილი, იძლევა სწორედ ამ პრობლემების და სისუსტეების მაქსიმალურად სწრაფად აღმოჩენის შესაძლებლობას.

საფრთხეების საკონტროლო პარამეტრების შემუშავება, დასაშვები ჩარჩოების განსაზღვრა ამ პარამეტრებისათვის და შემდეგ მათი დაცვის მუდმივი კონტროლი, ასევე იძლევა საშუალებას ეს პრობლემები და საფრთხეები დროულად აღმოვაჩინოთ და მათზე სათანადო რეაგირებაც სწრაფად მოვახდინოთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება