რა უშლის ხელს სტრატეგიული ინფორმაციის წარმოქმნას და მოძრაობას ორგანიზაციაში

თუ სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია სწრაფად, შეფერხების და დამახინჯების გარეშე აღწევს უმაღლეს ხელმძღვანელამდე ორგანიზაცია ახერხებს  დროული და ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღებასაც და მათ ცხოვრებაში უფრო სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებასაც.

ის ინფორმაცია რომელიც შეუფერხებლად უნდა აღწევდეს უმაღლეს მენეჯმენტამდე ყველა ორგანიზაციისათვის სხვადასხვაა, თუმცა მათ შორის არის რამოდენიმე რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. მაგ.:

1. პროდუქტში და მომსახურებაში არსებული პრობლემები, არასწორი ფასები მათზე.

2. კლიენტების უკმაყოფილების მიზეზები, მათი საჭიროებები, სურვილები, პრეფერენციები;

3. თანამშრომლების უკმაყოფილების მიზეზები, მათი პრობლემები, პრეფერენციები.

4. კონკურენტების ძირითადი უპირატესობები, მათ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

5.  ფინანსური შედეგების ამსახველი ინფორმაცია, შემოსავლები, ხარჯები, მათი პროგნოზები, მოგების შემამცირებელი ძირითადი საფრთხეები.

იმისათვის, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია შეფერხების და დამახინჯების გარეშე მოხვდეს უმაღლეს მენეჯმენტთან საჭიროა:

ა) მინიმუმ ცნობილი იყოს რა ინფორმაციას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ორგანიზაციის გამართული მუშაობისთვის;

ბ) უნდა არსებობდნენ ამ ინფორმაციის შექმნის წერტილები სტრუქტურაში და ისინი ისე უნდა იყონ განლაგებული სტრუქტურაში, რომ იერარქია არ იწვევდეს ამ ინფორმაციის შეჩერებას და დამახინჯებას.

გ) რეგულარულად უნდა ტარდებოდეს შესაბამისი ფორმატის შეხვედრები;

მაგალითად: თუ რომელიმე ხელმძღვანელი ქვევიდან წამოსულ ინფორმაციაში რაიმე თუნდაც უმნიშვნელო საფრთხეს ხედავს მისი საქმიანობის შეფასებისთვის ის ქვეცნობიერად ან გააზრებულად ამახინჯებს ამ ინფორმაციას ან აფერხებს მის მოძრაობას ზევით, გადაწყვეტილების ცენტრის მიმართულებით.

ინფორმაციის დამახინჯება და შენელება ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურის პრიორიტეტებთან შეუსაბამობამ. თუ რომელიმე რანგის მენეჯერი მის პირად პრიორიტეტად სხვა რამეს მიიჩნევს და ვერ აღიქვამს ქვევიდან მოსული სტრატეგიული ინფორმაციის ღირებულებას, აქტუალურობას და მნიშვნელობას ორგანიზაციისათვის, ისიც ასევე აფერხებს ინფორმაციის მოძრაობას ზევით.

გაუმართავი კომუნიკაციის ფორმატები, რეგულარული შეხვედრების არ არსებობა მარკეტინგის, გაყიდვების, ხარისხის განვითარების, რისკების მართვის, საკადრო ბაზის განვითარების მიმართულებით ასევე უსისტემოს და არაორგანიზებულს ხდის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ქვევიდან ზევით და ჰორიზონტალური მიმართულებით მოძრაობას ორგანიზაციაში.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება