პრობლემების სისტემურად გადაწყვეტა

ერთმა ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა მირჩია, რომ პრობლემების სისტემურად გადასაწყვეტად აზროვნებაც სისტემურად უნდა მომართო, ეგრევე პრობლემის გადაწყვეტაზე კიარ უნდა გადახვიდე, არამედ კითხვები დასვა, რა სისტემური ხარვეზი გვაქვს, რამაც ეს პრობლემა წარმოშვა ან ეს ასე კეთდება, და იმის მოგვარება დაიწყოო.

როგორც წესი რომელიმე ამ ხუთშია ხარვეზი:

ან სტრატეგიულად როგორ იჭრება ის საკითხი, მიდგომის დონეზე არ გვაქვს გააზრებული და ამიტომ ვიღებთ ასეთ შედეგს,

ან ბიზნეს პროცესშია სადმე გარღვევა,

ან სტრუქტურაში გვაქვს ხარვეზი და გასაჩენია ვინმე ან რაღაც გადასაჯგუფებელია სხვანაირად,

ან ვინმეს მოტივაციის სისტემაა გადასახედი,

ან კულტურის გაღრმავებაზე გვაქვს მეტი სამუშაო.

თუ მიაჩვევთ თავს, რომ ყველა პრობლემაზე პასუხი ამ მიმართულებებში არსებული ხარვეზის პოვნასა და მოგვარებაში ეძებოთ, წესით ერთნაირი პრობლემები სულ უფრო ნაკლებად უნდა დადგეს.

სცადეთ ამგვარი მიდგომით პრობლემის სისტემურად გადაწყვეტა როგორ გამოვა და გაგვიზიარეთ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება