საყოველთაო პანიკა ორგანიზაციაში

ალბათ ბევრს გქონიათ შემთხვევა, როცა მისულხართ ორგანიზაციაში ან ჯერ არც მისულხართ და გზაში, ტელეფონით, ვაიბერით და მოკლედ ყველანაირი საკომუნიკაციო არხით, რაც არსებობს, ამტყდარა საყოველთაო პანიკა – ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდით, როგორც უნდა იყოს „ნორმალურ“ ორგანიზაციაში, მომხმარებლები უკმაყოფილოები არიან, რაღაცა სადღაცაა გაჭედილი და მოკლედ რა გვეშველება?

რაც მთავარია, ხშირად ის ადამიანები ვარდებიან პანიკაში, რომლებიც მენეჯერულ პოზიციაზე არიან, თანამშრომლები კი მას შეჰყურებენ და იმის მიხედვით წყვეტენ, ჩავარდნენ პანიკაში, იყვირონ, იჩხუბონ თუ არა.  ხელმძღვანელი თუ ინარჩუნებს სიმშვიდეს, თანამშრომლებიც იმედიანად არიან.

რეალურად, როცა ისეთ სიტუაციაა, რომ გამოსავალი არ ჩანს, სწორედ მაშინ უნდა ვიპოვოთ ჩვენში ძალა და ცივი გონებით ვეძებოთ გზები. ხოლო თუ პანიკაა ასატეხი კონკრეტული კოლეგების გამოსაფხიზებლად, მაშინ უნდა ავტეხოთ პანიკა კონკრეტულ პირთან და არა დერეფნებში, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, რომლებიც ამ ამოცანასთან არაფერ შუაში არიან და ვერ დაგვეხმარებიან. ვინც არის პასუხისმგებელი გადაჭრაზე მას უნდა მივმართოთ, თუ ვერ ან არ დაგვეხმარება, მერე უშუალოდ არსებული მიმართულების ხელმძღვანელებიდან, დირექტორებიდან მივმართოთ შესაბამის პირს, რადგან ხშირად ინფორმაცია იკარგება ან მახინჯდება სწორედ დერეფნებში და შუარგოლებში.

სხვა შემთხვევაში რა შედეგს ვიღებთ პანიკისგან? – ქაოსს, ჭორაობას, ნეგატიურ ფონს, დეგრადირებულ და ძირგამოთხრილ ორგანიზაციულ კულტურას და არა გადაჭრილ პრობლემას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება