მართალია, ჩვენზე დამოკიდებულია მხოლოდ სურვილი და ძალისხმევა, დანარჩენს ყველაფერს გარემოებები განაპირობებენ. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, რაც უფრო დიდია სურვილი და შესაბამისად რაც უფრო დიდია დახარჯული ძალისხმევა, როგორც წესი გარემოებები ჩვენს სასარგებლოდ იწყებენ მოწყობას და სულ უფრო და უფრო მეტად გვეხმარებიან ისინიც.
ამასთან, რაც უფრო კარგია და კეთილი მიზანი, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის სიხარულის და ბედნიერების მოტანას ისახავს მიზნად ჩვენს მიერ დაწყებული საქმე, მით უფრო მეტ ადამიანს იკრებს გარშემო მხარდამჭერად, მეტი ადამიანი გვეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში, იდეებით, განხორციელებაში. და რაც მეტი სიხარული მოაქვს წამოწყებას, სულ უფრო და უფრო მეტად იწყებენ ადამიანებიც და გარმოებებიც დახმარებას.
რაც უფრო მეტი ადამიანი იწონებს ჩვენს ამბებს და წამოწყებებს, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის მოქმედება და სულ უფრო მეტი გარემოება, რომელიც ერთი მხრივ ჩვენზე სულ არ არის დამოკიდებული, იწყებს და მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ.
უდიდესი მადლობა კეთილი განწყობისთვის ყველას, უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი კეთილი განწყობა სურვილს გვიძლიერებს, დახარჯული ძალისხმევის გაზრდაში გვეხმარება და გარემოებებსაც ჩვენს სასარგებლოდ განაწყობს ბევრად.