თუ ვინმეს როდესმე ასეთი ნატვრა გაგვლებიათ გულში, წამიერად მაინც, თქვენც ხვდებით, რომ ცვლილებების დროა. პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით არის ამაზე გულღიად საუბარი, თუნდაც საკუთარ თავთან, რომ მიხვდეთ რეალური მიზეზი რა არის რის გამოც სამსახურში წასვლა გეზარებათ, ხალისი არ გაქვთ და ისიც კი ისურვეთ. რომ წაუსვლელობის ობიექტური მიზეზი მოგეცეთ. იქამდე არ მოეშვათ, სანამ არ მიაგნებთ სინამდვილეში რა გიქმნით ამ განწყობას და გამომწვევი მიზეზი რა არის. აუცილებლად მიხვალთ ისეთ რაღაცამდე, რაც უკვე როგორც მოსაგვარებელი საქმე ესე დაგესახებათ, შეიძლება მარტივი, შეიძლება რთული, მაგრამ რაღაცნაირად მოგვარებადი. ეს შეიძლება იყოს – პრიორიტეტები დავალაგო და რაღაც დავალებებზე შევუთანხმდე ხელმძღვანელს/კოლეგას რომ ვადაში გადავწიოთ, დროის მართვაზე რამე წავიკითხო ან ვინმეს დაველაპარაკო, ვინმე გამოცდილს გავუზიარო ასეთი პრობლემა თუ ჰქონია იქნებ მირჩიოს რამეს, ხელმძღვანელს დაველაპარაკო ანაზღაურების ცვლილების შესაძლებლობაზე და პერსპექტივაზე და ა.შ.
სანამ პრობლემა მხოლოდ საკუთარ თავთან გვაქვს დატოვებული, თან ისე რომ ცხადიც არაა მიზეზი, ვერ მოგვარდება, უბრალოდ გადაიტანება დროში. ამ დროს რაღაც “მუღამიც” აქვს ასეთი საქმეების მოგვარებას, იმიტომ რომ ცვლის მეორე დღეს, დილას, განწყობას. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, რომ ჩვენვე ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად ჩვენს სამუშაო ადგილზე.
და ხელმძღვანელებო, მსგავსი საკითხებით რომ მოვიდეს თქვენთან თანამშრომელი როგორ მიიღებდით და რამდენად ეცდებოდით მოგვარებაში დახმარებას?