რაც უფრო ბევრი არასწორი ადამიანი ესწრება შეხვედრას, აჯობებს უფრო სწრაფად დავამთავროთ

არაფერია უფრო საინტერესო დასასწრები, ვიდრე კარგი შეხვედრა და განხილვა, როცა ადამიანები ბოლომდე ჩართულები არიან საკითხში, აქვთ მოტივაცია საუკეთესო შედეგზე, შემოქმედებითად უდგებიან ამოცანას და ბევრ და საინეტერესო წინადადებასაც აგენერირებენ. დიდი სიხარული და სიამოვნებაა ასეთ შეხვედრაზე ყოფნა.

მაგრამ არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც დიდ გაუთავებელ შეხვედრაზე ჯდომა, სადაც ადამიანების დიდ ან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რატომ ესწრება, სულ სხვა მიმდინარე პრიორიტეტები აქვს და ერთი სული აქვს როდის დასრულდება ეს შეხვედრა. ასეთ თავყრილობაზე მოხვედრამ, განსაკუთრებით დილის საათებში, შეიძლება მთელი დღის მუხტი დაგატოვებინოს ადგილზე.

ადამიანები, ვინც ამ შეხვედრებს ვგეგმავთ და ვმართავთ ძალიან უნდა ვცდილობდეთ მონაწილეები სწორად მოვიწვიოთ და მოტივაციაც მაქსიმალური შევუქმნათ, მაგრამ თუ ამას ვხედავთ რომ ვერ ვახერხებთ, იქნებ როგორმე მალე მაინც დავამთავროთ და ნუ დავტანჯავთ მაინც მონაწილეებს.

 


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება