ყველა ორგანიზაციას სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ მუხტს ქმნიან ორგანიზაციაში. ადამიანები, რომლებიც სხვა თანამშრომლებში იმედს, მუშაობის, ღირებულების შექმნის სურვილს აჩენენ. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებულად უნდა აფასებდეს და უფრთხილდებოდეს ორგანიზაცია და მათი რაოდენობის გაზრდას უნდა ცდილობდეს ალბათ მაქსიმალურად.
რაც უფრო დაბალ იერარქიაშია ასეთი ადამიანი, მით უფრო ლოკალური და შეზღუდულია გარემო, რომელშიც ის ამ მუხტის გავრცელებას ახერხებს. შესაბამისად ამ ადამიანებს გაფრთხილების გარდა მეტი უფლებამოსილების მინიჭება სჭირდებათ.