ყველა ორგანიზაციას გააჩნია ფასეულობების გარკვეული სტრუქტურა, ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი და მისი მენეჯმენტის ქცევას განსაზღვრავენ. მიუხედავად იმისა, რამდენად დეკლარირებულია ეს ფასეულობები მათ ღიად ან ფარულად აღიარებენ მენეჯმენტის წევრები და მათით ხელმძღვანელობენ.
თუ გვინდა გამოვიცნოთ როგორ მოიქცევა კომპანიის მენეჯმენტი ამა თუ იმ სიტუაციაში, როგორ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უნდა ვეცადოთ მივხვდეთ როგორია მისი ძირითადი ფასეულობები, მთავარი პრინციპები, რომლითაც ის ყოველდღიურად ხელმძღვანელობს, ვეცადოთ მივხვდეთ საიდან მოდის ეს ფასუელობები და რამდენად ღრმა ფესვები აქვს. ასეთ შემთხვევაში ბევრად ადვილი გახდება ორგანიზაციის პროგნოზირება.
რაც უფრო დადებითია პრინციპები და ფასეულობები, რომელსაც ორგანიზაცია ეფუძნება, მით უფრო სტაბილური და გრძელვადიანია ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა. რაც უფრო მრუდეა და მახინჯი ის ფასეულობები, რომელზეც ორგანიზაცია დგას, მით უფრო ციკლურია და მოკლევადიანი მისი საქმიანობაც.