მიზნების და ღირებულებების კონფლიქტში ცხოვრებას, ჯობს არჩევანი გავაკეთოთ

არსებობს ღირებულებები, რომელიც თავისთავად გამორიცხავს რაღაც კონკრეტული მიზნების მიღწევას რაღაც კონკრეტულ ვადაში. როდესაც ესეთი კონფლიქტი ხდება ღირებულებებსა და მიზნებს შორის, მაშინ ყველაზე მეტად იცდება და ისინჯება ღირებულებების მნიშვნელობა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის.

თუ ჩვენთვის მიზნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღირებულებები, მაშინ ჩვენ ამ ღირებულებებს უნდა გადავხედოთ. მაგრამ თუ ღირებულებებს ვარჩევთ, მიღწეული მიზნები უფრო ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იქნება საბოლოო ჯამში საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

თუ ჩვენ მიზნების გამო შეგვიძლია ღირებულებებს გადავხედოთ, მაშინ ის ღირებულებები მაინც არ ყოფილა ჩვენი და შეიძლება ეგრე უკეთესიც იყოს. ამიტომ, მაგ კონფლიქტში ცხოვრების გაგრძელებას ყოველთვის ჯობია დაჯდომა და გადაწყვეტა იმ კონკრეტულ რეალობაში და იმ გუნდისთვის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ღირებულებები, რომლითაც გაცილებით ნაკლები მიზნების მიღწევა შეიძლება, თუ მიზნები როგორი მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება