ხანდახან გვგონია, რომ ჩვენი ორგანიზაციის პრობლემებიდან გამოსავალი აღარ არის დარჩენილი. გარშემო ისეა ყველაფერი არეული და გართულებული, რომ ვფიქრობთ თითქოს არანაირი გზა აღარ ჩანს. ვერც ვხვდებით როგორ შეიძლება მოგვარდეს იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებიც ძალიან მწვავედ გვარტყია.
არადა ხანდახან უბრალოდ დრო უნდა გავიდეს, სულ ცოტა, ორი-სამი დღე გაუძლო და საკითხების უდიდესი ნაწილი თვითონ იწყებს გადაწყვეტას, ჩვენგან მხოლოდ მოთმინება და გაძლებაა საჭირო.
ყველას გისურვებთ ასეთ დროს საკმარის მოთმინებას და გაძლებას, რომ ჩვენი სიჩქარით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამე არ გავაფუჭოთ.