დავიწყოთ თუ ჯერ უკეთესად მოვემზადოთ?

თუ ანალიზს ვაკეთებთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ, შესაძლოა ჯობდეს ანალიზის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ გაუთავებლად ვგეგმავთ, მაგრამ მოქმედებაზე გადასვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ ალბათ დაუგეგმავად მოქმედების დაწყება სჯობს. თუ ვსწავლობთ, ვსწავლობთ, მაგრამ ნასწავლის გამოყენებამდე საქმე ვერ მიგვყავს, მაშინ უსწავლელად გაკეთება და მერე მუშაობის პროცესში ალბათ საკუთარ შეცდომებზე სწავლა უკეთესია.

თუ გაუთავებლად იწელება მოქმედებისთვის მომზადება, მაშინ ალბათ ჯობს დავიწყოთ მოქმედება და მერე გამოჩნდება. ყველა შემთხვევაში წესით მოქმედება ჯობია მუდმივ, დაუსრულებელ მომზადებას მოქმედებისთვის.

ძალიან ხშირია სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს უმოქმედობას მომზადებით ვამართლებთ, ან გულწრფელად გვგონია, რომ ვემზადებით და ერთხელაც დავიწყებთ და უკეთესად გავაკეთებთ. მაგრამ ეს “მომზადება” ისე გვეწელება, რომ თვითონ მოქმედებასაც ეკარგება მერე ფასიც და მნიშვნელობაც. ასეთ დროს ალბათ ისევ მოუმზადებლად, მაგრამ დაწყება სჯობს.

თქვენ გქონიათ ესეთი შემთხვევა? როგორ იქცევით ასეთ დროს?


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება