კარგი შედეგები, რომლის მიზეზებიც მთლად ცხადად არ გვესმის, შესაძლოა უფრო ცუდი იყოს, ვიდრე არასახარბიელო შედეგები, რომლის მიზეზებიც კარგად გვესმის და მოგვარების გზასაც ცხადად ვხედავთ

ხშირად ისე ხდება, რომ კარგ შედეგებს როგორც კუთვნილს ისე ვიღებთ და საკმარისად დეტალურად არ ვიაზრებთ მის გამომწვევ მიზეზებს. ამის გამო ყურადღების მიღმა გვრჩება ის ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მოულოდნელი, დაუგეგმავი შედეგები გამოიწვიოს და შესაბამისად ისევე დავკარგოთ ჩვენდა უნებურად, როგორც მივიღეთ.

მეორე მხრივ, მიზეზი შესაძლოა ობიექტური, ჩვენგან გამოწვეულიც იყოს, მაგრამ ისეთი, რომელსაც შესაძლოა არასათანადოდ გავუფრთხილდეთ. ეს იმის გამო, რომ მის მნიშვნელობას და შედეგზე გავლენას შესაბამისად არ ვაფასებთ.

ამიტომ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი შედეგების მიზეზები არანაკლებად კარგად გვესმოდეს, ვიდრე ამის ანალიზს არასახარბიელო შედეგებისას ვცდილობთ. ეს საფრთხეებსაც უფრო კარგად შეგვაფასებინებს და გაუთვალისწინებელ ძლიერ მხარეებსაც მეტად გავუფრთხილდებით და უკეთესად გამოვიყენებთ ალბათ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება