ვის ვემსახურებით კონკრეტული მოქმედებისას

ფაქტიურად მთელი ჩვენი საქმიანობა ვიღაცის მსახურებაა, თითქმის ყოველი კონკრეტული მოქმედებისას ყველა ვიღაცას ვემსახურებით, ვემსახურებით ოჯახს, ვემსახურებით ახლობლებს, ვემსახურებით კლიენტებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებს, პარტნიორებს, და მთელი აზრიც ალბათ ჩვენი საქმიანობის სწორედ ვიღაცის მომსახურებაა.

ამის გააზრება და იმის, თუ ვის ვემსახურებით ამ კონკრეტული საქმის კეთებისას, რა უნდა მას და რა გაახარებს ყველაზე მეტად იქიდან, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო დახვეწილს ხდის იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბევრად უფრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს ჩვენი მოქმედების ადრესატს და თვითონ მოქმედებასაც უფრო შედეგიანს ხდის საბოლოო ჯამში.

ამაში ალბათ ახალი არაფერია, რა თქმა უნდა ეს ისედაც ვიცით ყველამ, ან უმეტესობამ ალბათ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა კონკრეტული მოქმედებისას ამაზე დაფიქრება და ამის გათვალისწინება ხანდახან, ან უფრო ხშირად გვავიწყდება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება