ვფიქრობთ, შესაძლოა, კარგი სიახლე იყოს საბავშვო ვაგონების დამატება დღის მატარებლებზე. მინიმუმ ბათუმის მიმართულებით და ზაფხულში ამან შეიძლება კარგად იმუშაოს. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
როგორ უნდა შეუქმნას აფთიაქმა მეტი ღირებულება მომხმარებლებს
ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე აფთიაქი რეგიონებში მდებარე საკუთარ ფილიალებს სხვა ფუნქციებსაც დაუმატებს. ამით მომხმარებლების ლოიალობასაც გაზრდის და ხალხსაც დაეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. სრულად წაკითხვა »
ხორცპროდუქტების მწარმოებლები – სკოლებში მოსწავლეთა კვებისთვის
ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ გაყიდვები სასკოლო კვების ბიზნესში გააქტიურებით. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია სადაზღვევო კომპანიას საპენსიო ფონდის მომგებიანობის კიდევ უფრო გაზრდა
თუ სადაზღვევო კომპანია, საპენსიო ფონდის სახსრებით, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტებას დაიწყებს, შეძლებს, სწრაფად გაზარდოს ფონდის შემოსავლიანობა. ეს მისი საპენსიო სქემების არსებული მონაწილეობის კმაყოფილებასაც გაზრდის და ახალ მონაწილეებსაც დაიმატებს. სრულად წაკითხვა »
თურქეთის ტერიტორიებზე არსებული ქართული ძეგლების დაცვის საქველმოქმედო ფონდი მობილური ოპერატორისაგან
ვფიქრობთ, რომელიმე მობილური ოპერატორი მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებსაც, აბონენტების რაოდენობასაც და მის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობასაც, თუ მეურვეობას აიღებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე. სრულად წაკითხვა »
როგორ უნდა გაუმკლავდნენ სადაზღვევო კომპანიები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მომავალ საფრთხეს
ავერსმა სადაზღვევო ოპერაციების წარმოების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ის აპირებს, აქტიურად შევიდეს სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის იქ მოღვაწე კომპანიებს. სრულად წაკითხვა »
რამ შეიძლება ბანკს მოუტანოს სწრაფი წარმატება
თუ რომელიმე ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზებს უზრუნველყოფაზე 150-200% მეტი სესხების მიცემას, სანაცვლოდ კი მოითხოვს მათგან : სრულად წაკითხვა »
როგორ შეიძლება ნავთობის კომპანია გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი კორპორატიული კლიენტებისთვის
თუ ბენზინგასამართი სადგურების რომელიმე ქსელი კორპორატიულ კლიენტებს, საწვავთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს, ბევრი მათგანისთვის კიდევ უფრო სასურველი პარტნიორი გახდება. სრულად წაკითხვა »
რა უნდა დაისახოს ეროვნულმა ბანკმა უახლოესი წლების მთავარ მიზნად
დღეს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30% შეადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია არა მარტო განვითარებული ქვეყნებისთვის (სადაც რამოდენიმეჯერ აღემატება საბანკო აქტივები მთლიან პროდუქტს), არამედ განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ეს, საერთო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემა რეალურ როლს ეკონომიკის განვითარებაში ფაქტობრივად ვერ ასრულებს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია “საქცემენტს” საცალო ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება
უამრავ ოჯახს სჭირდება ჩამონგრეული ნალესის პატარა მონაკვეთის შელესვა, სხვადასხვა სანტექნიკური გაყვანილობების დაზიანების და გამოცვლის შემთხვევაში სიცარიელის ამოვსება და ა.შ. ამას რა თქმა უნდა, ცემენტი სჭირდება. ცემენტის ორმოცდაათკილოგრამიანი პარკები, რომლებიც დღეს საცალო ბაზარზე იყიდება, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ზედმეტი, გამოყენების შემდეგ კი მომხმარებელმს დარჩენილი ცემენტის გადაყრა უწევს. სრულად წაკითხვა »