რისი გაკეთება შეუძლია თბილისის მეტროს მომხმარებლების რაოდენობისა და კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თბილისის მეტრო თავის სადგურებთან გააკეთებს სამარშრუტო ტაქსების ქსელს – “მიკრო მეტროს”, რომელიც მგზავრებს გადაიყვანს სხვადასხვა მიმართულებით (მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე). 

ამჟამად პრობლემაა, რომ თუ მეტროსთან ახლოს არ ცხოვრობ, მაშინ მეტროთი მგზავრობა არ გაწყობს, რადგანაც გიწევს ტრანსპორტის გამოცვლა, ან ავტობუსში ან სამარშუტო ტაქსში გადაჯდომა, რაც დისკომფორტთან და ზედმეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. ამიტომ ბევრს ურჩევნია უარი თქვას მეტროს მომსახურებაზე და თავიდანვე იმგზავროს სამარშუტო ტაქსით (გადაჯდომა რომ არ მოუწიოს). თუ მეტრო თავის სადგურებთან გააკეთბს სამარშუტო ტაქსების ქსელს, რომლებიც მეტროს მგზავრებს გადაიყვანს სხვადასხვა მიმართულებით, ვფიქრობთ მეტროს მომხმარებლების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. მითუმეტეს, რომ მეტროთი მგზავრობის შემთხვევაში მათ არ მოუწევთ საცობებში დროის დაკარგვა.

უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, რომ “მიკრომეტროს” სამარშუტო ტაქსები იყოს გამორჩეული სხვა სამარშუტო ტაქსებისგან – კომფორტული, არ უნდა ღირდეს 20-30 თეთრზე მეტი და რაც მთავარია, საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მეტროს ბარათებით.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.75 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება