თუ „ორი ლულა“ კვირა დღეს მიუძღვნის ბავშვებს – გააკეთებს ცალკე მენიუს პატარებისთვის, შექმნის მათთვის მიმზიდველ გარემოს, ყოველ კვირას დაგეგმავს და ჩაატარებს სპეციალურ გასართობ ღონისძიებეს მათთვის, შეიქმნება მოლოდინი, რომ იქ კვირაობით ბავშვებისთვის რაღაც ძალიან საინტერესო ხდება. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
როგორ შეიძლება მთაწმინდის პარკი გახდეს უფრო აქტიური დღის საათებში
კარგი იქნება, თუ მთაწმინდის პარკი სპეციალურ ბარათებს გააკეთებს საბავშვო ბაღების და სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის. და ჯგუფების ავტობუსით მომსახურებასაც თვითონვე უზრუნველყობს დღის კონკრეტულ საათებში. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია “ენერგოპროს” გაზარდოს ამოღების მაჩვენებელი რთულ რეგიონებში
თუ “ენერგოპრო” შეძლებს აუმაღლოს აბონენტებს მორალური ვალდებულება (რაც ბევრ სოფელში კანონისმიერ ვალდებულებაზე მაღლა დგას) გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ამოღების მაჩვენებლებს ასეთ რეგიონებში.
სრულად წაკითხვა »
რა ძირითადი ფუნქცია შეიძლება შეიძინოს სიღნაღმა
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიღნაღი შეიძლება ძალიან ადვილად გახდეს ურთიერთობის განახლებისთვის საუკეთესო ადგილი იმ წყვილებისათვის, რომლებსაც თანაცხოვრების მრგვალი თარიღი უსრულდებათ, ან, უბრალოდ, დიდხანს ცხოვრობენ ერთად. სრულად წაკითხვა »
როგორ გავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მიმზიდველი
თუ უნივერსიტეტი შეძლებს წარჩინებული სტუდენტების დიდ ნაწილს დაეხმაროს დასაქმებაში, ვფიქრობთ, მისი მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ეფექტური ნაბიჯი შეიძება აღმოჩნდეს უნივერსიტეტში დასაქმების ცენტრის შექმნა. სრულად წაკითხვა »
რა შეიძლება აღმოჩნდეს ახალი წარმატებული პროდუქტი ნახევარფაბრიკატების მწარმოებლისთვის
თუ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი რომელიმე კომპანია სენდვიჩების კეთებას დაიწყებს, ეს საკმაოდ შემოსავლიანი შეიძლება იყოს მისთვის.
პლასტიკატის ყუთში ჩადებული გემრიელი პურით მომზადებული სენდვიჩი, რომელიც ძირითადად მისივე პროდუქციით გაკეთდება და თანაც იქნება მუდმივად ახალი, ძალიან გემრიელი და შესაჭმელადაც მოსახერხებელი, ალბათ საკმაოდ კარგად გაიყიდება. სრულად წაკითხვა »
როგორ შეიძლება უკაბელო ტელეფონების გაყიდვების ზრდა
ვფიქრობთ, უკაბელო ტელეფონების ბაზარზე უპირატესობას მოიპოვებს ის კომპანია, რომელიც დაამუშავებს გაყიდვების უფრო აგრესიულ სქემას და უფრო ახლოს მივა პოტენციურ კლიენტებთან. სრულად წაკითხვა »
როგორ შეიძლება გაზარდონ გაყიდვები ისეთმა მაღაზიებმა, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ.
ვფიქრობთ კარგი იქნება, თუ ტანსაცმლის მაღაზიები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ. გააკეთბენ ერთგული მომხმარებლების კლუბს, სადაც გასაწევრიანებლად მომხმარებელმა გარკვეული რაოდენობის ან ღირებულების პროდუქცია უნდა შეიძინოს. სრულად წაკითხვა »
რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ წარმატებული რთველისთვის
ვფიქრობთ, უფრო მეტი ოჯახის წახალისებას სახლში დაწუროს ღვინო, რისი მიღწევაც ოჯახებში დაწურული ღვინის კონკურსის მოწყობით ძალიან ადვილად შეიძლება, მნიშვნელოვნად შეუძლია გაზარდოს მოთხოვა ყურძენზე და რთველიც გაცილებით უფრო წარმატებული გახადოს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება
ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ IT კომპანიები მოამზადებენ ელექტრონული გიდის მსგავს სპეციალურ პროგრამას ტურისტებისთვის, ჩაწერენ მას IPAQ-ებში და გააქირავებენ აეროპორტში. სრულად წაკითხვა »