როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს შედარებით შეუმსუბუქონ სტრესი ავარიულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს

თუ სადაზღვევო კომპანიები გააკეთებენ ერთთვიან, ავტომატურად განახლებად პოლისებს ავარიული სახლების ჩამონგრევისაგან დასაზღვევად, რომელიც დაზარალებულს პოლისში გადახდილი თანხის, ვთქვათ, 1000 ჯერად ოდენობას აუნაზღაურებს სახლის ჩამონგრევის შემთხვევაში, კარგი პროდუქტი გამოვა და მყიდველიც, სავარაუდოდ, ბევრი ეყოლება. 

ამ პოლისების გაყიდვაც არ უნდა იყოს რთული. უბნები, სადაც ასეთი სახლები მრავლადაა, ცნობილია. მხოლოდ  ჩამოვლა და იქ მცხოვრებთათვის შეთავაზება დასჭირდება. სადაზღვეოს მხირდან კი ზარალების შესამცირებლად საჭირო იქნება დაზღვეული სახლების ყოველთვიური ინსპექტირების სისტემის შექმნა. იგი ავარიულობის ხარისხს ადგილზე გადაამოწმებს, განსაკუთრებული სიმძიმის შემთხვევაში, აღარც პოლისს გააგრძელებს, ხოლო იქ მცხოვრებლებს და ხელისუფლებასაც სახლის დაცლის რეკომენდაციას მისცემს.

პროდუქტზე ფასის (ჯერადობის კოეფიციენტის დასადგენად) საკმარისია არსებული სტატისტიკის ანალიზი. იგი, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ მიუხედავად ასეთი სახლების სიმრავლისა, ჩამონგრევების რაოდენობა და სიხშირე არც იმდენად დიდია, რომ პროდუქტი ზარალიანი აღმოჩნდეს. ადამიანები შედარებით მშვიდად იცხოვრებენ ავარიულ სახლებში და კომპანიაც დამატებით შემოსავლებს მიიღებს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება