ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ გააკეთე ის შენ თვითონ

ამ ცდუნებაზე, რომელზეც  მენეჯერების უმრავლესობა უარს ვერ ამბობს, ხშირ შემთხვევაში ამით აზიანებს საკუთარ თავსაც, თავის დაქვემდებარებულებსაც და აი, რატომ:

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელების აქტივობა შეხვედრებზე

ხელმძღვანელს შეუძლია შეხვედრებზე დაასტიმულიროს ბევრი საინტერესო იდეის გენერირება,მიაღწიოს აქტიურ მსჯელობას, საკუთარი აზრის გამოხატვას და ამით მოახდინოს გადაწყვეტილებების ეფექტიანობის ამაღლება, ან პირიქით – დათრგუნოს სხვები, გაუქროს საერთოდ რაიმეს თქმის (და მითუმეტეს რაიმე ახლის ან განსხვავებულის გამოთქმის) სურვილი. სრულად წაკითხვა »

კარგ და ჩვეულებრივ ორგანიზაციებს შორის განსხვავება

ჩვეულებრივ ორგანიზაციებში თუ ინიციატივების მთავარი ნაწილი ზემოდან მოდის და თავად მენეჯმენტის დიდი ძალისხმევისა და ნებისყოფის ხარჯზე ხორციელდება, კარგ ორგანიზაციებში მათ განხორციელებას მენეჯმენტისგან მხოლოდ სწორი გადარჩევა, აქტუალობის მიხედვით რანჟირება და ადეკვატური მხარდაჭერა სჭირდება.

სრულად წაკითხვა »

თქვენი როლი ორგანიზაციაში

ყველა ჩვენგანი გარკვეულ როლს, ფუქციას ვასრულებთ ორგანიზაციაში, თუმცა ხშირად გაუაზრებლად, რის გამოც გაცილებით ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე რეალურად შეგვიძლია, ვინაიდან ბევრ უმნიშვნელო საკითხს ვეხებით და ვხარჯავთ დროს. სრულად წაკითხვა »

პირადი და საერთო მიზნების კოჰაბიტაცია

რაც უფრო მაღალია თანამშრომლებზე წნეხი ორგანიზაციის საერთო მიზნის შესრულებაზე და ამის პარალელურად იგნორირებულია მათი პირადი მიზნები, მით უფრო ნაკლებია საერთო მიზნების წარმატებულად რეალიზების  ალბათობა. ეს ალბათობა მაშინაც კლებულობს, როცა ორგანიზაციების მიზნებთან შედარებით, თანამშრომლების მოტივაცია და შესაძლებლობები პირადი ინტერესების გატარებაზე გადაჭარბებულია. სრულად წაკითხვა »

რა არის თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი

ძირითადად სამი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას. ორგანიზაციის ამოცანაა, იცოდეს სამივე მათგანი, ჰქონდეს დროში განსაზღვრული პრიორიტეტები – მათ შორის რაზე აკეთებს აქცენტს და სამივეზე ჰყავდეს გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი, რგოლი სტრუქტურაში (შესაბამისი რანგით), რომელიც მუდმივად იზრუნებს ამოცანის გადაჭრაზე. ეს ფაქტორებია: სრულად წაკითხვა »

ემოციური ინტელექტი

ემოციურ ინტელექტს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ორგანიზაციებში. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქმის შესრულებისათვის საჭირო უნარები და ცოდნა. ემოციური ინტელექტი, ძირითადად, ნიშნავს ემოციების შეცნობას და მართვას.  როგორ ამოვიცნოთ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი? სრულად წაკითხვა »

ვინ არიან თქვენი კლიენტები

თუ გაიცნობთ თქვენს კლიენტებს, გეცოდინებათ,რით განსხვავდებიან, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, გაიგებთ მათზე ბევრ მნიშვნელოვან დეტალს, თქვენი პროდუქტები და მომსახურებაც კლიენტზე გაცილებით მორგებული  იქნება და გაყიდვების არხებიც მეტად ეფექტური.

სრულად წაკითხვა »

დაპირდით ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად რაღაც საინტერესოს გაუზიარებთ

თუ გსურთ, ყოველდღიურად ეცნობოდეთ სიახლეებს თქვენთვის საინტერესო სფეროში, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან ორგანიზებულობა გაკლიათ, გთავაზობთ, იპოვეთ თქვენს გარშემო ადამიანები (2-3), რომელთაც მსგავსი ინტერესის სფერო აქვთ. შეკარით გუნდი და მიეცით პირობა ერთმანეთს, რომ ყოველდღიურად (დღეში ერთხელ), ერთმანეთს იმეილზე ერთ საინტერესო “ლინკს” გაუზიარებთ. ეს შეიძლება იყოს სტატია, ვიდეო, კომენტარი, თემა ფორუმზე, შეიძლება სიმღერა იყოს, ან სულაც სურათი. სრულად წაკითხვა »

ცხადი პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდა

ადამიანებს პროფესიულად ყველაზე უკეთ პასუხისმგებლობა ზრდის. სანამ ისინი პასუხისმგებლობას იგძრნობენ, შედარებით ნელა ვითარდებიან, მაგრამ, როგორც კი მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გაიზრდება, ან ცხადი გახდება, ისინი მეტს ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებასაც მეტ დროს უთმობენ და, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად იწყებენ განვითარებას.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება