დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის

ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი.

თუ სამსახურის დასახელება ფორმულირებულია როგორც ფუნქცია, სამსახური ბევრად უფრო ინერტულია, ნაკლებად გამოხატავს ინიციატივას და ზემოდან წამოსულ დავალებებს ელოდება.

თუ ქვედანაყოფის დასახელება ცხადად ასახავს მკაფიო ამოცანას, მაშინ ის ბევრად უფრო პროაქტიულად, ენერგიულად და დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას.

თუ სამსახურს ძალიან ზოგადი დასახელება აქვს, ყველა თავისებურად აღიქვამს მის ფუნქციას, რაც ბევრი გაუგებრობის და უსიამოვნების მიზეზი ხდება.

ყველაზე რთული დასახელებების შერჩევის პროცესში ის არის, რომ გავუძლოთ სამსახურების ხელმძღვანელების ზეწოლას და მარტო იმის გამო, რომ მათ სავიზიტო ბარათებში ხმამაღალი და გავრცელებული დასახელებები ჩაეწეროთ არ გამოვიწვიოთ ბევრი გაუგებრობა და პრობლემები სტრუქტურის ყოველდღიურ მუშაობაში.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება