თვალის ახვევის ხელოვნება

ორგანიზაცია წარმატებულია მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი საკუთარ წილ ღირებულებას სწორი მიდგომით ქმნის. თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არათუ ღირებულებას ვერ ქმნიან, არამედ სხვების განწყობასაც აზიანებენ. ამას ისინი თითქმის შეუმჩნევლად ახერხებენ, რადგან მარტივად ირგებენ საქმეში ჩახედული პროფესიონალის როლს. გამოცდილი თვალისთვის კი მათი ამოცნობა რთული არ არის: აშკარაა, რომ ჭარბი ლაპარაკი მცირე წვლილის გადაფარვას ემსახურება.

ეს, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური პროცესია, რომლის პირველ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს, რომ არასაკმარის ღირებულებას ქმნის; ამ დროს მასზე ორგვარი მამხილებელი ფაქტორი ზემოქმედებს: გარეგანი და შინაგანი. გარეგანი — ის მამხილებელი სიტუაციებია, რომლებიც მას მკაფიოდ ამხილებს და მოსვენებას უკარგავს, ხოლო შინაგანი ფაქტორი ქვეცნობიერი არასაკმარისობის განცდაა, რის მიმართაც საკუთარი თავის მოტყუების ან დარწმუნების მცდელობა დისკომფორტს მხოლოდ ზრდის.

მეორე ეტაპზე დისკომფორტის განცდა მწვავდება, რასაც ორი მიზეზი აქვს; პირველი — სტატუსისა და აღიარების დეფიციტია, რომელიც მნიშვნელოვანი წვლილის ვერშეტანისას ჩრდილში ყოფნის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს; მეორე კი — უხარისხო საქმიანობასთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციებისა და დაუფასებლობის მოლოდინია.

მესამე ეტაპზე კი, ლოგიკურია, ადამიანი სიტყვიერი აქტიურობით ცდილობს თავის გადარჩენას, რასაც შემდეგნაირად ახერხებს: საუბრისას ქმნის მაქსიმალურ ინფორმაციულ ხმაურს, რასაც ბევრ და უმნიშვნელო დეტალზე საუბრით აღწევს. ამასთანავე, იგი ცდილობს წინადადებებში ლოგიკური დეფიციტის შენარჩუნებას, რაც არსებულ ბუნდოვანებას აორმაგებს და საუბრისას „თვალის ახვევის“ პროცესს ბევრად ამარტივებს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება