მეორადი ეთერიდან – ნამდვილ მემკვიდრეობამდე

ერში, რომლის მთავარი მახასიათებელი მოჭარბებული შემოქმედებითობაა, მუდმივად იქმნებოდა და შეიქმნება მსოფლმხედველობის განმავრცობელი და გამაჯანსაღებელი შედევრები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ინფორმაციის აღქმის ფორმა გარდაქმნა — დღეს შემეცნება ციფრულ და ვიზუალურ ენას ამჯობინებს. შესაბამისად, ნებისმიერ შემოქმედს ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად სჭირდება ტექნოლოგიური მხარდაჭერა, გამართული სამაუწყებლო პლატფორმა და შესაბამისი წახალისება.

დღევანდელი რეალობა პარადოქსულია: ციფრული სივრცეების სიმრავლის მიუხედავად, ქართველი მაყურებლის მოთხოვნა ხარისხიან კონტენტსა და დროის ნაყოფიერად გატარების ალტერნატივაზე კვლავ დაუკმაყოფილებელია. ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილი ნება და იმის გააზრებაა საჭირო, რომ ბოლო თაობის კავშირგაბმულობის ტექნოლოგიასა და უზადო ციფრულ გარემოს ფასს მხოლოდ შინაარსი — საინტერესო და ღირებული შიგთავსი — სძენს.

ორგანიზაციას, რომელიც გამოავლენს მზაობას, რესურსები იმ საქმისკენ მიმართოს, რაც მისი არსებობის ფუნდამენტური აზრია, მართვის უნიკალური მიდგომა დასჭირდება. ამ მისიის განსახორციელებლად აუცილებელია სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ნიჭიერ ადამიანებთან ჰორიზონტალურ, კომპეტენტურ თანამშრომლობაზე, იდეების გენერირებაზე, ხარისხის კონტროლსა და მუდმივ მხარდაჭერაზე.

უნდა ჩამოყალიბდეს გარემო, რომელიც იდეის ავტორთა და ინდუსტრიის პროფესიონალთა მთავარ დასაყრდენად იქცევა; სივრცე, სადაც შემოქმედებითი თვითრეალიზაციისთვის ყველა პირობა იქნება უზრუნველყოფილი. შედეგად, საზოგადოება კვლავ იპოვის შთაგონებას და იხილავს იმ მასშტაბის გმირებსა თუ ისტორიებს, რომლებიც ოდესღაც ჩვენი ერის ცნობიერებას აშენებდნენ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება