როგორ გავზარდოთ შესყიდვების პროცესის ეფექტიანობა?

მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, ბუნებრივია, რომ თავად ვერ ერთვებიან შესყიდვების ყოველდღიურ ოპერაციებში. შესაბამისად, მათ ხშირად არ აქვთ სრული სურათი იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება ფინანსები. ეს კი ართულებს ხარჯების ოპტიმიზაციას, კონკურენტულ ფასწარმოქმნას, და ხელს უშლის ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ბაზარზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუთსორს სერვისის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების მსხვილი გარიგებების დახურვის შემდგომ მონიტორინგსა და ანალიზს.

შესყიდვებზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, უმეტესწილად, სრული ავტონომია აქვთ გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, მცირე უყურადღებობამაც კი შეიძლება კომპანიას ხელიდან გააშვებინოს უკეთესი და ბევრად უფრო მომგებიანი ალტერნატივები. არასწორად შედგენილი სპეციფიკაცია, პროცედურების დარღვევა, ბაზრის არასრულფასოვანი კვლევა, თუ სუსტი მოლაპარაკებები ფასზე – ამ ყველაფერმა ბიზნესს შეიძლება სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენოს. ეს რისკები განსაკუთრებით კრიტიკულია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსხვილ ტრანზაქციებს, მაგალითად, IT შესყიდვებს, ახორციელებენ.

ამ პროცესში გარე კომპანიის ჩართვა დამატებით უზრუნველყოფს ანალიზის ობიექტურობას, რადგან გარე ორგანიზაციაზე კომპანიის შიგნიდან რაიმე სახის გავლენის მოხდენის რისკი მინიმალურია. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ასეთი აუთსორს კომპანიები აგროვებენ დიდ გამოცდილებას, რითაც კლიენტი კომპანიებისთვის უფრო და უფრო მაღალ ღირებულებას ქმნიან. 

ასეთი აუთსორს კომპანია –  შესყიდვების ანალიზის კომპანია CAP – სწორედ ახლა იწყებს ოპერირებას და ის დაეხმარება თქვენს ბიზნესს მსხვილი ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდასა და ხარჯების სწორად რეგულირებაში.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება