ძალისხმევა კულისებში!

ორგანიზაციების წარმატებას, როგორც წესი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხი განსაზღვრავს, თუმცა აქ ხშირად იჩენს ხოლმე თავს უცნაური პარადოქსი: როდესაც ადამიანებს კონკრეტული პროდუქტი სჭირდებათ, ორგანიზაციები მათ იმის მოყოლით ღლიან, თუ როგორ შეიქმნა ეს პროდუქტი, რა პარამეტრები აქვს და ა.შ.; ხოლო როცა მომხმარებელს საჭირო პროდუქტის მიგნება სურს, ძიების პროცესით თავბრუს ახვევენ ხოლმე. ორგანიზაციებს არ სურთ საბოლოო შედეგის მარტივად, მასში ჩადებული შრომის აღწერის გარეშე, გაცემა. ეს კი, საბოლოოდ, მომხმარებელთან ურთიერთობას ართულებს, და შეიძლება მათი დაკარგვის მიზეზიც გახდეს. 

ამის თვალსაჩინო მაგალითია 2000-იანი წლების Sony, რომელიც საკუთარ ციფრულ პლეერს მომხმარებლისთვის გაუგებარი ტექნიკური ენით არეკლამებდა: „64 მბ მეხსიერება, ATRAC3 კოდეკი, USB 1.1“. ამის საპირისპიროდ, Apple-მა პირველი iPod პროდუქტის ღირებულებაზე ორიენტირებული, ერთი მარტივი ფრაზით წარადგინა: „1,000 სიმღერა თქვენს ჯიბეში“. სწორედ კომუნიკაციის ამ ფუნდამენტურმა განსხვავებამ დაასრულა Sony-ს ლეგენდარული Walkman-ის ეპოქა და Apple დღევანდელ ტექნოლოგიურ იმპერიად აქცია.

ადამიანს ხშირად აქვს თავისი ძალისხმევის აღიარების მოთხოვნილება. ორგანიზაციების შემთხვევაშიც, ვინაიდან სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი შრომა გასწიეს, ქვეცნობიერად სურთ, სხვებმაც სათანადოდ დააფასონ ეს. შედეგად, მომხმარებელსაც იმავე რთულ გზაზე ატარებენ, რაც თავად გაიარეს.

თუმცა, მსგავსი მიდგომა საპირისპირო ეფექტს იწვევს: სანამ რეალურ პროდუქტამდე მიაღწევს, მომხმარებელი იღლება და მისი შეძენის მოტივაციას საერთოდ კარგავს. ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესი აუფერულებს პროდუქტისა თუ მომსახურების საბოლოო ღირებულებას და ზიანს აყენებს როგორც პროდუქტს, ისე თავად ორგანიზაციას. ამიტომ, რაც უფრო გაამარტივებენ ორგანიზაციები მომხმარებლებისთვის იმ პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდებას, რაშიც თავად დიდი ძალისხმევა ჩადეს, ეს ძალისხმევა საბოლოოდ არც დაიკარგება და მომხმარებელიც უფრო კამყოფილი დარჩება მთლიანი გამოცდილებით. 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება