როგორ უნდა მოვახერხოთ არსებული საკადრო რესურსით მნიშვნელოვანი პოზიციების შევსება?

მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელების უმეტესობა იოლად ამჩნევს გუნდში ნიჭიერ და პერსპექტიულ თანამშრომლებს, არსებული საკადრო რესურსით მნიშვნელოვანი პოზიციების შევსება მხოლოდ ამ პოტენციალის სწორი ათვისებითა და განვითარებით მიიღწევა — რაც, უპირველეს ყოვლისა, მათთვის მუდმივად მზარდი პასუხისმგებლობების თანმიმდევრულ დელეგირებას ეფუძნება.

ასეთ დროს თანამშრომელს დელეგირებული საქმის მიმართ მფლობელობის განცდა უყალიბდება — ეს მისი პირადი გამოწვევა ხდება, რაც რადიკალურად ცვლის მის დამოკიდებულებას. ამ პროცესში ის სწავლობს ბუნდოვან სიტუაციებში გზის დამოუკიდებლად გაკვალვას და მიზნის მისაღწევად დახმარების თხოვნასაც აღარ ერიდება.

როდესაც პასუხისმგებლობა მოზომილია, მაგრამ მზარდი, ის საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი რუტინას გასცდეს და ახალი უნარები შეიძინოს სტრესისგან გადაწვის გარეშე. ამ გზაზე შეცდომების დაშვება ბუნებრივია, თუმცა საკმარისი მოქმედების თავისუფლების პირობებში თანამშრომლები მათზე ბევრად სწრაფად სწავლობენ და საკვანძო პოზიციების დასაკავებლად ყალიბდებიან.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება