როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც თანამშრომლები დესტრუქციულად იქცევიან?

თანამშრომელთა დესტრუქციული ქცევა — პასუხისმგებლობისგან თავის არიდება თუ ირიბი აგრესია — არასოდესაა უმიზეზო; მას ყველაზე ხშირად უსამართლობის განცდა იწვევს.

ამ სიტუაციის მოგვარება კი მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის პირდაპირი და ღია კომუნიკაციით არის შესაძლებელი. როდესაც მენეჯმენტი მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზებსა და ლოგიკას გამჭვირვალედ განმარტავს, თანამშრომელი ხედავს, რომ მის მიმართ მიღებული „უსამართლო“ გადაწყვეტილება ობიექტური იყო და უსამართლობის განცდაც უქრება.

ასევე, როდესაც ორგანიზაციაში კომუნიკაციის ასეთი მიდგომაა, მენეჯმენტი უფრო მეტად იკავებს თავს უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამასთანავე, ეს მიდგომა ხელმძღვანელებს ორმხრივი დიალოგის საშუალებას აძლევს, ადრეულ ეტაპზევე მიიღოს უკუკავშირი, დაინახოს ხარვეზები და თავიდან აიცილოს შეცდომები.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება